28 აპრილს POKER RING - ის მეორე სეზონის მეორე თამაში გაიმართა

28 აპრილს POKER RING - ის მეორე სეზონის მეორე თამაში გაიმართა

2012 წლის 28 აპრილს POKER RING - ის მეორე სეზონის მეორე თამაში გაიმართა. მასში პირველი თამაშისგან განსხვავებით, 27 მოთამაშე მონაწილეობდა, რომლებიც 3 მაგიდაზე იყვნენ გადანაწილებულნი. ნახევარფინალური მაგიდის დამატება მოთამაშეთა სიმრავლემ გამოიწვია.

გთავაზობთ GRAND FINAL-ის საგზურის მაძიებელთა ჩამონათვალს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს 28 აპრილის თამაშში:

al_delon - თედო ფხოველიშვილი

atc-100 - თამაზ სხირტლაძე

babuabe - გივი ჯუღელი

bidzo3377 - ბიძინა მამალაძე

chaichoche - მამუკა უჯერაშვილი

chicheee - გიორგი ისაკაძე

cireka - გიორგი ცირეკიძე

Ciskara - დავით ტყეშელაშვილი

clint - დიმიტრი მელაშვილი

dit_100 - დიმიტრი არჩვაძე

genadi78 - გენადი კაჭარავა

gigi-jija - გიორგი გახარია

gruzin26 - ვლადიმერ კორძახია

PokerKid - ნუკრი მეტრეველი

KGB - გიორგი ყვავაძე

kirpich - გიორგი ბირბიჩაძე

mepegiorgi - გიორგი ქურდობაძე

mirza87 - მირზა ებრალიძე

ulrixa - ოთარ გურგენიძე

ZuK - ზურაბ არეშიძე

rogavaa - გიორგი როგავა

shpil - ილია კიწბაბაშვილი

Xvliki1989 - ბექა ჟორჟოლიანი

Gaiser - ლევან ცერცვაძე

Rosto - ლევან როსტოშვილი

Elene - dzneladze-ელენე ძნელაძე

Dziki - დიმიტრი ჯანუაშვილი

თამაში დაიწყო ტრადიციულად, 10 000-იანი სტეკით და 25/50 ბლაინდით. თამაშს დამატებით ინტრიგას აძლევდა ცვლილებები საპრიზო ფონდში, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:

I ადგილი - Poker Ring II გრანდ ფინალ-ის ბილეთი

II ადგილი - 1 700 ლარი

III ადგილი - 1 300 ლარი

IV ადგილი - 1 000 ლარი

V ადგილი - 900 ლარი

VI ადგილი - 800 ლარი

VII ადგილი - 700 ლარი

VIII ადგილი - 600 ლარი

IX ადგილი - 500 ლარი

აღსანიშნავია რომ, ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, რასაც თვით მოთამაშეებიც აღნიშნავდნენ. რად ღირს მარტო Dziki - დიმიტრი ჯანუაშვილის (COPT2011-ის გამარჯვებული), babuabe - გივი ჯუღელი (COPT2011-ის ფინალისტი) და ulrixa - ოთარ გურგენიძის (POKER RING - ის პირველი სეზონის გამარჯვებული) მონაწილეობა. ასევე სხვა ძლიერი მოთამაშეებიც, al_delon - თედო ფხოველიშვილი, Ciskara-დავით ტყეშელაშვილი, gigi-jija - გიორგი გახარია, mepegiorgi - გიორგი ქურდობაძე, Gaiser - ლევან ცერცვაძე და სხვ. რამოდენიმე მოთამაშე კი სულაც, ზედიზედ მეორედ მოხვდა ნახევარფინალურ მაგიდაზე. მაგ.: იგივე gigi-jija - გიორგი გახარია, clint - დიმიტრი მელაშვილი და cireka - გიორგი ცირეკიძე.

როგორც მოსალოდნელი იყო თავიდანვე დაძაბული და საინტერესო თამაში დაიწყო. მოულოდნელობა იყო Rosto-ს აგრესიული თამაში საწყისი ეტაპიდანვე. მართალია საბოლოოდ ლევანი ვერ მოხვდა ფინალურ მაგიდაზე, თუმცა   გამოცდილი მოთამაშეებისაგან შექება დაიმსახურა.

განსაკუთრებულ ელფერს აძლევდა თამაშს მომხიბლავი Elene-Dzneladze (ელენე ძნელაძე). დაძლია რა საწყისი მღელვარება, ყველასათვის მოულოდნელად (როგორც პირველ თამაშში, სალომე კორკოტაშვილის შემთხვევაში) ათამაშდა და ტოლს არ უდებდა აღიარებულ მოთამაშეებს. მეტიც, გავასწრებთ მოვლენებს და გეტყვით, სალომეს მსგავსად, ელენეც ჩიპ-ლიდერად (65100) გადავიდა ფინალურ მაგიდაზე და ისიც მომავალ გამარჯვებულთან დამარცხდა. ჩვეულ სტიქიაში იყო Dziki-დიმიტრი ჯანუაშვილი. ჩვეულებრივ, როგორც მხოლოდ მას ჩვევია, ხალისიანი და ექსტრავაგანტული თამაშის მანერით. როგორც COPT2011-ის გამარჯვებული, მისგან ყველა მოელოდა ფინალში გასვლას. ulrixa-ოთარ გურგენიძემ ვერ გაამართლა მასზე გაცემული ავანსები და ყველასათვის მოულოდნელად დარჩა ფინალს მიღმა.

ფინალური მაგიდის შემადგენლობაც საინტერესო ბრძოლას გვპირდებოდა პოკერის გურმანებს. გავეცნოთ ფინალისტებს პოზიციების მიხედვით:

1) gruzin26 - ვლადიმერ კორძახია - 18500 ჩიპით

2) atc-100 - თამაზ სხირტლაძე - 31200

3) Elene-Dzneladze- ელენე ძნელაძე - 65100 (ჩიპ ლიდერი)

4) Ciskara - დავით ტყეშელაშვილი - 14500

5) shpil - ილია კიწბაბაშვილი - 58100

6) chaichoche - მამუკა უჯერაშვილი - 25100

7) mirza87 - მირზა ებრალიძე - 3200

8) babuabe - გივი ჯუღელი - 21200

9) Dziki - დიმიტრი ჯანუაშვილი - 36800

თუ გავითვალისწინებთ რომ, ფინალურ მაგიდაზე თამაში დაიწყო 800/1600 ბლაინდით. წარმოუდგენელი იყო mirza87-ის არ გამოვარდნა დასაწყისშივე. მაგრამ, მან მოახერხა და მე-7 ადგილზე გავიდა, რითაც ევროპაბეთისგან საკუთარ ყულაბას 700 ლარი შემატა.

საინტერესოდ გათამაშდა ფინალის მე-3 დარიგება. ელენემ, ყველასათვის მოულოდნელად იბლეფა და სულ ცოტა დააკლდა იმისათვის რომ, ერთ-ერთ გამოცდილ მოთამაშეს, Ciskara-ს (დავით ტყეშელაშვილი) სეტი დაეყარა, მაგრამ ალბათ მაინც, გამოცდილების ხარჯზე Ciskara-მ არ დაუჯერა მშვენიერი ქალბატონის ბლეფს და ჩიპების მარაგი 7200-ით შეივსო.

აი, მე-18 დარიგებაზე კი, ელენემ atc-100-ის (თამაზ სხირტლაძე) All-in-ს(15600 ჩიპი) უპასუხა და ჯიბის ბანქოს ხარჯზე (QQ-AT-ს წინააღმდეგ. ბორდი-8;9;T;K;6) თამაშიდან გამოთიშა ის.

31-ე დარიგებამდე, მოთამაშეები ძირითადათ საკუთარი რეიზების ხარჯზე აგროვებდნენ ჩიპებს. აი, 31-ე დარიგებაზე კი shpil-მა (ილია კიწბაბაშვილი), რეიზი( 45800 ჩიპით) გააკეთა ორ ცხრიანში (9;9), რასაც babuabe-მ (გივი ჯუღელი) ორ ათიანში (T;T) All-in-ით(45400) უპასუხა. ბორდის ბანქომ (8;A;6;5;6) სიტუაცია ვერ შეცვალა და მაგიდაზე ახალი ჩიპ ლიდერი მოგვევლინა.

აი, 41-ე დარიგებაზე კი, თამაშს გამოეთიშა და მე-4 ადგილი დაიკავა ელენე ძნელაძემ. პრეფლოპზე მან 10000-იანი რეიზი გააკეთა ტუზ-კაროლში (A;K), რასაც babuabe-მ ვალეტ-ათიანში (J;T) უპასუხა. ფლოპზე (7;J;6), სადაც უპირატესობა ბატონი გივის მხარეს იყო, ელენემ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და 30000-იანი ქოლი გააკეთა, რასაც ბატონმა გივიმ კიდევ ერთხელ უპასუხა. “თერნზე“(6) ელენემ All-in-ი(14700) გააკეთა, რასაც ბატონმა გივიმ ისევ უპასუხა და ელენე დატოვა „რივერის“ იმედად, სადაც მას მხოლოდ, ტუზი ან კაროლი აწყობდა. მაგრამ, რივერზე ამოსულმა დამამ დააფიქსირა babuabe-ს გამარჯვება, რომელმაც მადლობაც კი გადაუხადა ელენეს ლამაზი და საინტერესო თამაშისათვის და ბოდიშით გამოაცილა რინგიდან. ამ დროისთვის babuabe-ს (169400 ჩიპი) უპირატესობა Ciskara-ზე (დავით ტყეშელაშვილი 54900 ჩიპი) და Dziki-ზე (დიმიტრი ჯანუაშვილი 49400 ჩიპი) აშკარად თვალში საცემი იყო. რასაც, სულ მალე, 54-ე დარიგებაზე (3000/6000 ბლაინდი) მოჰყვა Ciskara-ს 35000-იანი რეიზი ჯიბის ორ კაროლში (K;K), რასაც babuabe-მ ტუზ-ვალეტში (A;J) უპასუხა. ფლოპზე (J;6;2) ცისკარა წავიდა ვა-ბანკზე (All-in, 66400). თერნზე გახსნილმა ვალეტმა(!) დააფიქსირა ბატონი გივის გამარჯვება და გამოავლინა 2 ფინალისტი. Babuabe (256300 ჩიპით) და Dziki (17400).

აშკარა იყო რომ, შარშანდელი COPT-ის ტრიუმფატორის მარცხი დროის საკითხი იყო. და 56-ე დარიგებაზე კიკერით (kicker) გამოვლინდა მეორე თამაშის გამარჯვებული. ბორდი - 3;8;7;J;7. Babuabe (K;Q), dziki (Q;9)

მაშ ასე, babuabe შეუერთდა confeesa-ს (ვაჟა ქომეთიანი) GRAND FINAL-ის მაგიდაზე და ერთად დაელოდებიან დანარჩენ პრეტენდენტებს.

ამრიგად, საფინალო მაგიდის საბოლოო შედეგია:

I ადგილი - გივი ჯუღელი (babuabe) - Poker Ring II გრანდ ფინალის საგზური

II ადგილი - დიმიტრი ჯანუაშვილი (Dziki) - 1700 ლარი

III ადგილი - დავით ტყეშელაშვილი (Ciskara) - 1300 ლარი

IV ადგილი - ელენე ძნელაძე (Elene-Dzneladze) - 1000 ლარი

V ადგილი - ილია ჯიწბაბაშვილი (shpil) - 900 ლარი

VI ადგილი - თამაზ სხირტლაძე (atc-100) - 800 ლარი

VII ადგილი - მირზა ებრალიძე (mirza87) - 700 ლარი

VIII ადგილი - მამუკა უჯერაშვილი (chaichoche) - 600 ლარი

IX ადგილი - ვლადიმერ კორძაია (gruzin26) - 500 ლარი

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი