სექსი ნამდვილ სიყვარულს არ აფუჭებს

სექსი ნამდვილ სიყვარულს არ აფუჭებს

18 წლის ვარ. 2 წლის წინ გავიცანი ბიჭი, რომელიც უზომოდ შემიყვარდა. გრძნობა ორმხრივი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვტკბებოდით ერთად ყოფნით, კარგა ხანს კოცნამდეც არ მისულა საქმე. შემდეგ ურთიერთობამ თავისთავად მოიტანა ჩვენი სიახლოვე და იყო პირველი კოცნა - არაჩვეულებრივი და განუმეორებელი, მართლაც საოცარი. აქ არ იყო ბინძური ვნება, მართლაც წრფელმა და სუფთა გრძნობამ გაგვიჩინა ამის სურვილი. შემდეგ იყო უამრავი გიჟური, სიყვარულით სავსე დღე. კოცნა და მოფერება თითქოს სასიცოცხლო წყაროდ იქცა.

როცა აქამდე მიდის საქმე, მერე თავის შეკავება ძალიან ძნელია. ჩვენ გარემოც გვიწყობდა ხელს და ამ ყველაფერს დაახლოებით 1,5 წლის შემდეგ მოჰყვა ის, რომ მე მასთან ვიწექი. თუმცა მას არასდროს არაფერი დაუძალებია. პირიქით, ყოველთვის ჩემზე მეტად თავშეკავებული იყო. მერწმუნეთ, სექსს ჩვენს ურთიერთობაში ცუდისკენ არაფერი შეუცვლია. პირიქით, უფრო მეტად დავახლოვდით და დღითი დღე იმატებს სიყვარული.

ნამდვილად არ დაუკარგავს ჩემ მიმართ ინტერესი. ძალიან კარგ ოჯახში ვარ გაზრდილი, პატიოსანი, ტრადიციული მშობლები მყავს; ვერავინ იფიქრებს, რომ მე ამას გავაკეთებდი. არც არავინ იცის, ჩვენ გარდა. თუმცა ერთი წამითაც არასდროს მინანია ჩემი საქციელი. დიდი და ნამდვილი სიყვარული არ დაირღვევა. მინდა გითხრათ, რომ უბედნიერესი ვარ. დარწმუნებული ვარ, სულ ერთად ვიქნებით და არასდროს მეტყვის, რომ ცუდად მოვიქეცი. თუმცა ჩემი მონათხრობით არ მინდა გითხრათ, რომ ყველას აქვს უფლება, შეყვარებულთან დაწვეს. მთავარია, იპოვოთ "ის".

შეყვარებული.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება