სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" დღევანდელი განგაში ცრუ აღმოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა , "ცენტრალის" ტერიტორიაზე ჩანთა იყო დატოვებული, რამაც განგაში გამოიწვია, მოგვიანებით კი - ჩანთას პატრონი გამოუჩნდა.
მიტოვებული ჩანთის გამო, სავაჭრო ცენტრიდან დღეს დილით მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გამნაღმველები.