მაფიის ბოსი თუ მუსიკალური პროდიუსერი? - ვინ არის სააკაშვილი უკრაინული "ქალური ლოგიკით"

მაფიის ბოსი თუ მუსიკალური პროდიუსერი? - ვინ არის სააკაშვილი უკრაინული "ქალური ლოგიკით"

უკრაინულ ტელეშოუში ”ქალური ლოგიკა”, რომელსაც ჯგუფ "ვია გრას" ყოფილი სოლისტი ანნა სედაკოვა უძღვება, ერთ-ერთი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა.

ქალების ლოგიკის გამოსაცდელად, გადაცემის მესვეურებმა გოგონებს საქართველოს პრეზიდენტის ფოტო აჩვენეს და "ჩამჭრელი" შეკითხვა დაუსვეს: ვინ არის ეს მამაკაცი - ჩიკაგოს მაფიის ბოსი, მუსიკალური პროდიუსერი თუ კავკასიის ქვეყნის პრეზიდენტი?

მონაწილეები სახალისო და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ლოგიკურ დასკვნამდე მივიდნენ.

იხილეთ გადაცემის ჩანაწერი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები