საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში გამოძახებები არ შესულა

 საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში გამოძახებები არ შესულა

დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში გამოძახებები არ შესულა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მიწისძვრას თბილისში ნგრევა არ გამოუწვევია.

საქართველოში დღეს დილით მიწისძვრა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას უნივერსიტეტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა 08:40 საათზე დაფიქსირდა, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქშიც საკმაოდ იგრძნობოდა.

სეისმოლოგთა ინფორმაციით, აღნიშნული სიმძლავრის მიწისძვრა ახალ შენობებს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა, თუმცა ძველ და ამორტიზებული შენობებისთვის სახიფათოა.

ამასთან, სეისმოლოგები აზუსტებენ, თბილისში რამდენ მაგნიტუდას შეადგენდა მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე.

ნგრევის ან სხვა რაიმე ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არც კახეთის რეგიონიდან ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია