სეისმოლოგიურმა სამსახურმა საქართველოში დღევანდელ მიწისძვრასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 25კმ-ში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ ყარაღაჯთან დაფიქსირდა.
ამასთან, სეისმოლოგების ცნობით, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრას შეუძლია, ძველი და ამორტიზებული შენობების ნგრევა გამოიწვიოს, თუმცა ამ დრომდე საქართველოში ნგრევის ან სხვა რაიმე ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.