საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს , საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა კიდევ განმეორდა. მისი სიმძლავრე 4,5 მაგნიტუდას შეადგენდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრში განმარტავენ, რომ ეს თანმდევი ბიძგებია. შედარებით სუსტი ბიძგები კიდევ არის მოსალოდნელი.
საქართველოში დაახლოებით საათნახევრის წინ, 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში დაფიქსირდა.
სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ ყარაღაჯთან დაფიქსირდა.