საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ მიწისძვრას ზაქათალას რაიონში ნგრევა მოჰყვა.
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის კედელი და სახურავი ჩამოინგრა.
მათივე ცნობით, ხალხი ქუჩაშია გამოსული.
"აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება", - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისქვეშა ბიძგები დილით დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 12-ბალიანი შკალით 7 ბალს შეადგენდა.