ძლიერი წვიმის გამო, გვიან ღამით ბუხაიძის ქუჩა #14-ში ავარიული სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა დავით ალავიძემ განუცხადა, სახლის ჩამონგრეულ ნაწილში არავინ ცხოვრობდა. შენობის მეორე ნაწილიდან კი გვინ ღამითვე 9 ოჯახი დროებით გაასახლეს. ისინი გამგეობამ ქირით გაიყვანა.
ავალიანმა აღნიშნა, რომ გამოდარების შემდეგ ჩამონგრეული სახლის დემონტაჟს განახორციელებენ და დაადგენენ, შენობის მეორე ნაწილში იქნება თუ არა შესაძლებელი მოსახლეების უკან დაბრუნება.