ძლიერი წვიმის გამო, თბილისში სადარბაზოები და სარდაფები დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სააგენტოდან აცნობეს, თბილისის სხვადასხვა უბნებიდან დატბორვის შესახებ 25-მდე შეტყობინება შევიდა.
სამაშველო ჯგუფები ძირითადად, ამოტუმბვით სამუშაოებს სადარბაზოებიდან და სარდაფებიდან ახორციელებდნენ. სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა.
ამასთან, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ბუხაიძის ქუჩა #14-ში ავარიული სახლის ნაწილი ჩამოინგრა.