აზერბაიჯანის, ზაქათალასა და ალიაბადის რაიონებში, სადაც ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ, მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ არის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა, კახა აბდალაძემ სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ორივე რაიონში სერიოზული რყევები იგრძნობოდა. საელჩოს კავშირი აქვს ორივე რაიონის გამგებლებთან და ცდილობს, მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია.
რაც შეეხება კახის რაიონს, სადაც ასევე ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ, როგორც საელჩოში აცხადებენ, ამ რაიონში მიწისქვეშა ბიძგები შედარებით სუსტი იყო.
ზაქათალაში უკვე ჩაფრინდა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი.