თბილისში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თბილისში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თბილისში დღეს საღამოს მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი თბილისის დროით 18.15 საათზე დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპერსნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან აცნობეს, მიწისძვრის ეპიცენტრი დგინდება. სავარაუდოდ, იგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 25 კმ-ში მდებარეობს.

5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით, პირველად 08.40 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა ამ მომენტამდე მიწისძვრის ეპიცენტრში რამდენიმე ათეული სხვადასხვა სიმძლავრის ბიძგები დააფიქსირეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია