თბილისში 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კიდევ ერთი ბიძგი 20.59 საათზე დაფიქსირდა

თბილისში 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კიდევ ერთი ბიძგი 20.59 საათზე დაფიქსირდა

თბილისში 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კიდევ ერთი ბიძგი 20.59 საათზე დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან აცნობეს, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 5 კმ-ში მდებარეობდა.

სეისმოლოგები აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში 30-ზე მეტი მიწისძვრის ბიძგი შეინიშნებოდა, თუმცა, მათგან რამდენიმე იყო, რომელიც 4 მაგნიტუდას სცილდებოდა და იგი მოსახლეობამ შეიგრძნო. ასეთი, დაახლოებით, 4-5 შემთხვევა იყო.

მიწისძვრის ბიძგების სიმრავლის გამო ზემოთ აღნიშნულ ინსტიტუტს შეშფოთებულმა მოქალაქეებმა მიმართეს. სეისმოლოგები განმარტავენ, რომ ბიძგები საქართველოსთვის საშიში არ არის, რადგან იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხდება და იქაც ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე.

5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით, პირველად 08.40 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა მიწისძვრის ეპიცენტრში რამდენიმე ათეული სხვადასხვა სიმძლავრის ბიძგი დააფიქსირეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია