"ბანკი რესპუბლიკა'' მომხმარებელს სარემონტო სესხზე ახალ პირობებს სთავაზობს.
ბანკის კონსულტანტების დახმარებით, დაინტერესებული კლიენტები სესხის სასურველ ტიპს აირჩევენ, თანხას კი სარემონტო სამუშაოებისთვის გამოიყენებენ.
ამასთან, კლიენტები ბანკ "რესპუბლიკის" პარტნიორ მაღაზიებში სარემონტო მასალების, განათების სისტემების, ავეჯისა და აქსესუარების შესაძენად ფასდაკლებებს მიიღებენ. ბანკი ითვალისწინებს ისეთ სიტუაციებს, როცა რემონტისთვის მხოლოდ 5 000 ლარამდე თანხაა საჭირო. ასეთ დროს, სულ რაღაც 1 საათში, უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა მომენტალური სესხი.
"სახლსა და ოფისში სარემონტო სამუშაოების დაწყება ბევრ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული. ამის გამო ჩვენი კლიენტები ზოგჯერ კომპრომისზე მიდიან. მოხარული ვართ, რომ ოჯახებსა და ბიზნესმენებს რემონტის შეუფერხებლად წარმართვასა და მათთვის საოცნებო გარემოს შექმნაში ვუწყობთ ხელს. ასეთ გარემოში ცხოვრება და მუშაობა ადამიანებს არა მხოლოდ პოზიტიურ განწყობას უქმნის, არამედ ეფექტურად მუშაობის სტიმულსაც აძლევს. ბანკ "რესპუბლიკის" მიზანიც სწორედ მათ წარმატებაში მონაწილეობაა", - აცხადებს ბანკ "რეპუბლიკის" კომერციული დირექტორი, რამაზ კუკულაძე.
ამასთან, რემონტისთვის დამატებითი თანხის საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებული კლიენტები საჩუქრად მიიღებენ "დრიმ ბარათს". ახალი ტექნიკის, ავეჯის ან სარემონტო მასალის განვადებით შეძენის მსურველებს კი შეეძლებათ ბანკ "რესპუბლიკის" მომენტალური განვადებით ისარგებლონ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9