სტიქიამ აჭარის მაღალმთიანეთში გზები და ნათესები წალეკა

სტიქიამ აჭარის მაღალმთიანეთში გზები და ნათესები წალეკა

აჭარის მაღალმთიანეთში ძლიერმა წვიმამ გზები და ნათესები წალეკა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ღვარცოფის შედეგად დაზიანდა სოფლები - ქედლები , დეკანაშვილები, ძირკვაძეები, უჩხო, გურასახო, კურცხალი, განახლება, ჭახაური, ქურდული და წაბლანა.

მაღალმთიანი ხულოს მოსახლეობა აცხადებს, რომ ძლიერმა ღვარცოფმა ნათესები და სოფლებამდე მისასვლელი ხიდები დააზიანა. ასევე, რამდენიმე ოჯახს პირუტყვი დაეხოცა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გივი ქედელიძემ განაცხადა, ღორჯომის თემის სოფლებში ჭახაურსა და ქურდულში მისასვლელი ხიდებია წაღებული.

"რამდენიმე სოფელში მისვლა ვერ ხერხდება, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების აღდგენითი სამუშაოები და გამგეობის კომისიის მიერ ზარალის დათვლა საკომპენსაციო თანხების გასაცემად", - აღნიშნა გივი ქედელიძემ.

სტიქიას ხულოს რაიონში მსხვერპლი არ მოყოლია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია