ტელეწამყვანი ეკა ბერიძე "მეცხრე არხზე" გადასვლას არ აპირებს, - ამის შესახებ "მეცხრე არხის" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განაცხადა.
როგორც ბექაურმა "ამბები.გე"-ს განუცხადა, ეკა ბერიძე "მაესტროზე" გააგრძელებს მუშაობას.
"ჩემთვის "მაესტრო" ძალიან ახლობელი კომპანიაა, იმ თვალსაზრისითაც, რომ "მაესტროს" რებრენდინგი ჩემი ხელმძღვანელობით გაკეთდა. ამიტომ ჩემი ყველა გადაწყვეტილება, რასაც "მეცხრე არხის" დირექტორის პოსტზე მივიღებ, "მაესტროს" გაძლიერებას ემსახურება და არა დასუსტებას. "მაესტრო" ჩვენი კონკურენტი არ არის, ის ჩვენი პარტნიორია და არცერთი მედიასაშუალება, რომელიც დღევანდელი პროპაგანდისტულ გარემოს დანგრევაში გვეხმარება, ჩვენი კონკურენტი არ არის", - განაცხადა ბექაურმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბერიძე "მეცხრე არხზე" აპირებდა გადასვლას.