სად ამოუხუჭუჭეს თავზე თმა ანრი ჯოხაძეს, დათო როსტომაშვილს, ბესო ბერულაშვილს და სხვა ქართველ "ფეისებს"

სად ამოუხუჭუჭეს თავზე თმა ანრი ჯოხაძეს, დათო როსტომაშვილს, ბესო ბერულაშვილს და სხვა ქართველ "ფეისებს"

ქართველმა მამაკაცებმა დაამტკიცეს, რომ ჭეშმარიტად ევროპელები ვართ და საკუთარ იმიჯზე ისე დაიწყეს ზრუნვა, ქალბატონებს ტოლს აღარაფერში უდებენ. რატომაც არა?! - მთავარია სურვილი და სიმელოტე დამარცხებულია, იმიჯი შეცვლილი და რამდენიმე წელი ჩამოკლებული. თმის გადანერგვის ცენტრი "ჰეალაინ ინტერნეიშნლი" უკვე შეეჩვია ქართველი ცნობილი მამაკაცების მიღებას და მათ გარეგნობაზე ზრუნვას. კლინიკაში მათ თმას ისეთი პროფესიონალიზმით და ეფექტურად უნერგავენ, რომ მალე არც ქართულ შოუ-ბიზნესში და არც ქართულ სპორტში მელოტი მამაკაცი აღარ გვეყოლება. სურვილი იმისა, რომ კარგად გამოიყურებოდე, საკმაოდ გადამდებია. არ გჯერათ? დათო როსტომაშვილისგან დავიწყოთ.

- ბატონო დავით, ბესო ბერულაშვილმაც მოგბაძათ და თმა გადაინერგა.

- ძალიან კარგადაც მოიქცა. დიდი ხანია უნდოდა და მეც ჩავუწყე "ჰეალაინში". . ვუთხარი, ჩემი მეგობარია და მიხედეთ-მეთქი.

- პირველი მაინც თქვენ იყავით. თან გადაინერგეთ თმა და თან არც ხმამაღლა მორიდებიხართ ამის თქმას.

- სხვათაშორის, მეუბნებოდნენ, რად გინდა რომ ინერგავო.

ექსპერიმენტები არ მიყვარს. მაგრამ ეს ხომ არ იყო ექსპერიმენტი. მთელ მსოფლიოში ინერგავენ თმას და აპრობირებული მეთოდია. კარგად ინფორმირებული მივედი "ჰეალაინში". ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი და რა შედეგიც იქნებოდა.

- თან რომ ამბობთ ყველგან, გადავინერგეო?

- ვამბობ, რა. იმ ერთი ქართული ფილმის არ იყოს. მოპარული გავყიდე? მოპარული გადავინერგე? (იცინის) სხვისი ხომ არ იყო, ჩემია! ბრმასო ცოლი მოუკვდა და არ ვუთხრათო. გვერდით რომ არ მიუწვება ვერ მიხვდებაო? ეგრეა, რა. მელოტი რომ იყავი და სამი ოთხი თვის მერე, ქოჩრით გამოჩნდები, რას იტყვი, პარიკი მადევს კობზონივითო? (იცინის) თმა საჭიროა კაცო!

- აშკარად ძალიან გაგაახალგაზრდავათ. კარგად ამოვიდა.

- კი. სასუქს ვუყრი მე თმას (იცინის). "სეკრეტადა" მაქვს ეგ ამბავი. არავის გავუმხელ. "ჰეალაინის" გოგოებს არ უსწავლებიათ, ჩემი მეთოდია (იცინის) ატყდება ახლა ამბავი რა "სეკრეტი" იციო. ვხუმრობ, კარგი გადანერგილია და ამოვიდა. ძალიან კარგი კოლექტივია "ჰეალაინში". ყველანაირად ხელს უწყობენ პაციენტს. თმის ცვენა ისეთი მტკივნეული თემაა, ვარსკვლავი და ჩვეულებრივი მოკვდავი არ იცის. ფასებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და განვადებც დიდი შეღავათია. გაწუხებს ეს პრობლემა? უნდა მიხვიდე და მოგიგვარებენ. თავი გონიერია? თმა ღონიერია!

ანრი ჯოხაძე: მე მაქვს ექსპერიმენტატორის იმიჯი და მეუბნებიან ხოლმე, შენგან ყველაფერია მოსალოდნელიო. ვფიქრობდი, თმის გადანერგვაზე. ცოტა მეშინოდა. მაგრამ რომ წარმოვიდგინე, რას დაემსგავსებოდა ჩემი თავი რამდენიმე წელიწადში. ეგრევე გავარდი "ჰეალაინში" არაფერი საშიში და რთული თმის გადანერგვაში არ არის. გულახდილად გეტყვით, კლინიკაში ისეთი პირობები და პერსონალია, თავი ბოლომდე ვარსკვლავად ვიგრძენი. სრული კომფორტი შემიქმნეს.

- კომფორტი ოპერაციის დროს?

- წარმოიდგინე. ტორტი ვჭამე შეუჩერებლად. . (იცინის) არ ქვია ამას ოპერაცია. მითუმეტეს, როცა "პროფები" მუშაობენ. არც ნაკერი აღარ ჩანს. ფაქტობრივად, შეუმჩნეველია ნაწიბური. რომ შევიღებე და გადავიბუგე, ყველა ხედავს, მაგრამ გაუძლო  გმირულად (იცინის).

- ბატონო ბესო, როგორ არის საქმე, ამოდის?

ბესო ბერულაშვილი: თმა? კი, კი, იბარტყა, იბარტყა. . მე რომ ყოველ დღე ვუყურებ და ვამოწმებ, კიდევ ვერ ვამჩნევ ისე, ახლობლები კი აღფრთოვანებულები არიან. თან ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. დიდი მადლობა "ჰეალაინ ინტერნეიშნლს". ძალიან მაგრები არიან. ახლა , რაც თმამ გაზრდა დაიყო, სხვა პრეტენზიებიც გამიჩნდა. წონაში უნდა დავიკლო.

- მოკლედ, ქართველმა მამაკაცებმა ძალიან დაიწყეთ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა.

- აბა, რა. მოტვლეპილ თავს თმიანი არ სჯობია?! თან მე რომ თმა მქონდა . . ქერა. გრძელი. . ცისფერი თვალებიც და რამე (იცინის).

- მე ვიცი, რომ მეუღლე "გბალეშჩიკობდათ" ძალიან.

ძალიან. მეუბნებოდა გადაინერგეო. რომელ ცოლს უნდა ქმარი ყავდეს ორსული, თანაც უთმო. თმას ვუშველე უკვე, თმის ცვენას ყოველთვის განვიცდიდი. დამეწყო, თუ არა გამელოტება, ამომიღლიავა ჩემმა დამ და სად არ მატარა. ხან ნიორი მისვევს თავზე და ხან სალათა დამაჭრეს. (იცინის) არ უშველა არაფერმა. გადაინერგა როსტომაშვილმა და ამოუვიდა , მაგრამ რა ამოუვიდა. . თუმცა, გვაცალეთ ბატონო ჩვენც. . გვაცალეთ. . დავეწიოთ და გავუსწროთ დათოს. ჩვენ ასეთი დევიზი გვაქვს.

ელენე წულუკიძე

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო