"კახეთის და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილიამ წუთებში თიანეთის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" მცხეთა-მთიანეთის ოფისმენეჯერმა რუსუდან სისაურმა აცნობა.
"გელა უკვე გაათავისუფლეს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საავადმყოფოში გადავიყვანეთ. როგორც გელამ მითხრა, მას პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს", - აღნიშნა სისაურმა.
გელა მთივლიშვილი თიანეთში ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის გადასაღებად იმყოფებოდა, რის შემდეგაც, გზად, დაახლოებით 50 მეტრიდან, ვიდეოკამერით თიანეთის პოლიციის შენობაც გადაიღო, რის შემდეგაც, თვითმხილველების თქმით, ის პოლიციის შენობაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. გელა მთივლიშვილი ამ დროისთვის უკვე თავისუფალია.