2012 წლის 5 მაისს გაიმართა POKER RING II-ის მესამე თამაში. გადაცემის წამყვანმა, დიმა ობოლაძემ მაგიდებთან შემდეგ მონაწილეებს უხმო:
1) barcaguro - გურამ ტაშიანი
2) bluffer - პაპუნა აფციაური
3) burdiso8 - ლადო ბურდული
4) didro75 - დიმიტრი წერეთელი
5) gabo - დავით გაბელია
6) Gaiser - ლევან ცერცვაძე
7) gigi-jija - გიორგი გახარია
8) guramio - გურამ ჩიქოვანი
9) IKA3003 - ირაკლი გავაშელი
10) ika@083 - ირაკლი კურკაცაშვილი
11) kirilichi - დავით ბერიძე
12) mama7777 - ზურაბ ღუღუნიშვილი
13) projoglo - ლევან ჯოგლიძე
14) sandro11 - ალექსანდრე ფირცხალავა
15) totosha90 - ცოტნე მაჭავარიანი
16) trukach - დავით ბერიძე
17) VALIO - ალექსანდრე ლომაძე
18) vigo - მიხეილ ზვიადაძე
19) xvliki1989 - ბექა ჟორჟოლიანი
20) ZEMLIATRESENIE - პაატა ხმალაძე
21) Zigigi - გიორგი მევლუფიშვილი
22) mishomisho - მიშა გარსევანიშვილი
23) svavi - ირაკლი კემულარია
24) misha_r - მიშა რუხაძე
25) nuk204 - ნუკი კოშკელიშვილი
26) xaraza - ლაშა ხარაზიშვილი
27) Giorgi_Yifshidze - გიორგი ყიფშიძე
შემადგენლობიდან გამომდინარე, პოკერის გურმანები თავიდანვე საინტერესო თამაშს ელოდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ. გადაცემის სტუმრები, ყველასათვის კარგად ნაცნობი სახეები: xaraza (ლაშა ხარაზიშვილი;POKER RING I-ის ფინალისტი); მშვენიერი nuk204 (ნუკი კოშკელიშვილი) და Giorgi_Yifshidze (გიორგი ყიფშიძე) თავიდანვე აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში. განსაკუთრებით გამოსარჩევია ნუკის გაწონასწორებული და დახვეწილი თამაში, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ,მას მხოლოდ წინა დღეს აუხსნეს პოკერის ანი და ბანი. გავასწრებთ მოვლენებს და გეტყვით რომ, მან მართალია სალომე კორკოტაშვილისა და ელენე ძნელაძის შედეგი ვერ გაიმეორა,მაგრამ უკანასკნელი გამოეთიშა საფინალო მაგიდისათვის ბრძოლას.
აღნიშვნის ღირსია რამოდენიმე მოთამაშეც. მაგ.: ერთ-ერთი გამოცდილი და ძლიერი მოთამაშე gigi-jija-გიორგი გახარია, რომელიც ზედიზედ მესამე თამაშზე იღებდა მონაწილეობას და ყველასათვის გასაკვირად, ვერც ერთხელ ვერ მოხვდა საფინალო მაგიდაზე. აგრეთვე ორი მეგობარი: Zigigi-გიორგი მევლუფიშვილი და ZEMLIATRESENIE-პაატა ხმალაძე. ორი დავით ბერიძე- kirilichi და trukach-ი. ავღნიშნოთ რომ პირველ თამაშზე მონაწილეობას იღებდა kirilichi-ს ქალიშვილი ninole-ნინო ბერიძე, რომელიც ამჯერად მამას ქომაგობდა.
ცნობადი სახეებიდან ყველაზე ადრე თამაშს გიორგი ყიფშიძე გამოეთიშა, არა და ერთი პერიოდი ის ჩიპლიდერადაც კი გვევლინებოდა, მაგრამ ალბათ მაინც გამოუცდელობამ, არ მისცა გიორგის საშუალება რომ, საფინალო მაგიდაზე მოხვედრილიყო. ცალკე აღნიშვნის ღირსია ZEMLIATRESENIE - პაატა ხმალაძის თამაში. ერთ-ერთ დარიგებაზე, როგორც თავად აღნიშნავდა, მან ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო და ტუზ-ათიანში (A;T), ოპონენტის, xvliki1989-ბექა ჟორჟოლიანის All-in-ს უპასუხა და საგრძნობი ზიანი მიაყენა საკუთარ სტეკს, თუმცა მისდა სასახელოდ უნდა ითქვას რომ, მეტი შეცდომა აღარ დაუშვია და დინჯი თამშის მანერით მაინც მოხვდა საფინალო მაგიდაზე 15100 ჩიპით. გამოსარჩევია ახალგაზრდა მოთამაშის xvliki1989-ბექა ჟორჟოლიანის თამაში. ბექა 72400 ჩიპით ლიდერის როლში მოხვდა საუკეთესო 9 მოთამაშეს შორის.
საფინალო მაგიდა კი პოზიციების მიხედვით შემდეგნაირად შეიკრა:
1) Zigigi - გიორგი მევლუფიშვილი 14100 ჩიპი
2) barcaguro - გურამ ტაშიანი 32900 ჩიპი
3) totosha90 - ცოტნე მაჭავარიანი 60200 ჩიპი
4) bluffer - პაპუნა აფციაური 27800 ჩიპი
5) xvliki1989 - ბექა ჟორჟოლიანი 72400 ჩიპი
6) ika@083 - ირაკლი კურკაცაშვილი 25300 ჩიპი
7) sandro11 - ალექსანდრე ფირცხალავა 15400 ჩიპი
8) ZEMLIATRESENIE - პაატა ხმალაძე 15100 ჩიპი
9) VALIO - ალექსანდრე ლომაძე 10600 ჩიპი
საფინალო მაგიდაზე თავიდან ფრთხილი თამაში დაიწყო, რისი მიზეზიც ძირითადათ ტაიტი (Tight) მოთამაშეების სიმრავლით იყო გამოწვეული. მეშვიდე დარიგებაზე კი totosha90-ის (ცოტნე მაჭავარიანი) 7300-იან რეიზს ტუზ-შვიდიან (A;7s) გულში, ZEMLIATRESENIE-მ (პაატა ხმალაძე) BB (Big Blind)-დან კაროლ-დამაში All-in-ი დაახვედრა. აშკარაა რომ ცოტნე ბლაინდების მოპარვას ცდილობდა, აქ კი ის უბრალოდ იძულებული იყო პაატას All-in-სთვის ეპასუხა. ფლოპზე 6♣5♠9♣-მა ვერცერთი მოთამაშე გააძლიერა. თერნზე და რივერზე ამოსულმა ორმა კაროლმა კი პაატას სეტი დააფიქსირა,რამაც მას საშუალება მისცა სტეკი გაედაბლებინა (გაორმაგება).
მეთხუტმეტე დარიგებაზე კი მაგიდაზე საუკეთესო რვეული დარჩა. პირველი ვინც გამოეთიშა GRAND FINAL-ის საგზურისთვის ბრძოლას, ჩვენდა გასაკვირად Zigigi (გიორგი მევლუფიშვილი) აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო წინა დარიგებებში გაძლიერებულიყო და ამ დროისთვის ყველაზე მცირე სტეკით (6000 ჩიპი) იჯდა. ორ რვიანში (8;8) მან ადრეული პოზიციიდან All-in-ი გააკეთა, რასაც საშუალო პოზიციიდან ორ ვალეტში (J;J) totosha90-მ რირეიზით (15000) უპასუხა. დარჩენილმა მოთამაშეებმა ბანქო დაყარეს. ფლოპზე Q♣J♣7♦-მა totosha90-ს სეტი დააფიქსირა, ტერნზე კაროლმა სიტუაცია ვერ შეცვალა, ხოლო რივერზე მართალია 8 გაიხსნა, მაგრამ მაღალი სეტით totosha90-მ გაიმარჯვა.
მე-19 დარიგებაზე ika@083 (ირაკლი კურკაცაშვილი) ორ ცხრიანში ვა-ბანკზე წავიდა 10800 ჩიპით. რასაც ორ დამაში (Q;Q) barcaguro-მ (გურამ ტაშიანი) უპასუხა. ბორდის ბანქომ A♦Q♥3♦ 4♥ 8♦ ირაკლი მერვე ადგილზე დატოვა.
30-ე დარიგებაზე bluffer-ის (პაპუნა აფციაური) All-in-ი ტუზ-დამაში (A♣Q♦) უძლური აღმოჩნდა totosha90-ს 9♠7♠-თან. ბორდზე გახსნილმა ბანქომ 2♦5♣3♠ 8♣ 6♠ ცოტნეს სტრიტი დააფიქსირა. ავღნიშნოთ რომ ცოტნემ ამ დარიგებაზე ძალიან გარისკა, მაგრამ რისკმა გაუმართლა.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები რიგით 37-ე დარიგებაზე. ერთმანეთს SB (ZEMLIATRESENIE-პაატა ხმალაძე) და BB (barcaguro-გურამ ტაშიანი) დაუპირისპირდა. ბლაინდების შერკინებაში მცირე უპირატესობა გურამს ჰქონდა, ტუზ-კაროლი (A♣K♦) ტუზ-დამის (A♥Q♥) წინააღმდეგ. ფლოპსა (4♥10♠3♠) და თერნზე (10♣) გურამის All-in-ს (39300 ჩიპი) თითქოს არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ რივერზე გახსნილმა დამამ (Q♦) ის მე-4 ადგილზე დატოვა.
46-ე დარიგებაზე ZEMLIATRESENIE-მ (პაატა ხმალაძე) ვალეტ-ოთხიანში (J♦4♠) SB-დან ვა-ბანკზე (77800 ჩიპი) წავიდა, რასაც BB-მ (totosha90) ტუზ-დამაში (A♥Q♦) უპასუხა. პაატა პრეფლოპზე თითქმის უშანსოდ იყო. ფლოპზე გახსნილმა კაროლ-ტუზ-ხუთიანმა (K♠A♠5♣) კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ყველას ეგონა, რომ კიდევ ერთი ძლიერი მოთამაშე გამოეთიშებოდა თამაშს და ასპარეზობას მე-3 ადგილზე დაასრულებდა, მაგრამ პოკერში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რისი ნათელი დადასტურებაა თერნზე (4♥) და რივერზე (J♣) გახსნილი ბანქოები. რის საშუალებითაც პაატამ ორი წყვილი გააკეთა და ფაქტობრივად ბრძოლის გაგრძელების შანსი აღარ დაუტოვა ცოტნეს, დატოვა რა ეს უკანასკნელი 26700 ჩიპის ამარა. რასაც 48-ე დარიგებაზე ცოტნეს All-in-ი მოჰყვა(22700) კაროლ-შვიდიანში (K♠7♦). მას xvliki1989-მა (ბექა ჟორჟოლიანი) ტუზ-ოთხიანში (A♠4♥) უპასუხა. ბორდის ბანქომ 2♣3♥4♣ A♣ 6♦ ცოტნე მე-3 ადგილს დააჯერა.
აი,შემდგომ დარიგებაზე კი (48-ე. ბლაინდები 4000/8000) გაირკვა GRAND FINAL-ის საგზურის მფლობელი. ტუზ-დამაში (AQ♥) xvliki1989-მ (ბექა ჟორჟოლიანი) All-in-ი გააკეთა, რასაც პაატამ ტუზ-ექვსიანში (A♠6♣) უპასუხა. პაატა ამ დარიგებაშიც უკან იყო, მაგრამ ფლოპზე (6♠3♣4♠) გაუმართლა და დაწინაურდა. თერნმა (8♦) და რივერმა (2♥) სიტუაცია ვეღარ შეცვალა და პაატამ დამსახურებულად მოიპოვა GRAND FINAL-ის საგზური.