Europe-bet-ის პოკერ რუმში 43-ე ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ის პოკერ რუმში 43-ე ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ის პოკერ რუმში ამჯერად 43-ე ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა. ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 99 285 ლარი შეადგინა და ეს თანხა ხუთმა მოთამაშემ გაინაწილა.

პირველ ადგილზე გასულმა pawamiki-მ 49 629 ლარი მოიგო. მან სტრიტ ფლეშში, ტუზიდან ხუთამდე წააგო sandro11-თან, რომელსაც ასევე სტრიტ ფლეში, მაგრამ სამიდან შვიდამდე ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა sandro11-მა 24 841 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა სამმა მონაწილემ - chui-მ, bacha-მ და miqela67-მა მიიღო. თითოეულმა მათგანმა 8 271ლარი მოიგო.

ბედ-ბით ჯეკპოტი 24 მაისს, 18:55 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 14# 2660 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #181049821 იყო, ბლაინდი კი 0,25/0,50 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 20% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 20% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი