"ბანკი კონსტანტა" უახლოეს მომავალში ქსელს გააფართოვებს

"ბანკი კონსტანტა" უახლოეს მომავალში ქსელს გააფართოვებს

"ბანკი კონსტანტა" უახლოეს მომავალში ქსელს 4 ახალი ფილიალით გააფართოვებს.

როგორც ბანკში ამბობენ, იმერეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში ქსელის გაფართოება "ბანკი კონსტანტას" მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.

ახალი განყოფილებები 25 მაისს თერჯოლაში, 28-29 მაისს თბილისში, 30 მაისს წალკაში გაიხსნება. I კვარტალში რუსთავში, წნორში, ბოლნისსა და გარდაბანში ფილიალების გახსნაც ბაზრის მოთხოვნამ განაპირობა.

ფილიალები "ბანკი კონსტანტას" მიერ შექმნილი ახალი კონცეფციით არის მოწყობილი, რაც მომსახურების მაქსიმალურ კომფორტიზაციას გულისხმობს.

წლის ბოლომდე "ბანკი კონსტანტა" კიდევ 11 ახალ ფილიალს აამოქმედებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა