შაბათს, 2012 წლის 12 მაისს შედგა POKER RING II-ის მე-4 თამაში. GRAND FINAL-ის მეოთხე საგზურის მოსაპოვებლად, გადაცემის წამყვანმა დიმა ობოლაძემ წილისყრაზე, ტრადიციულად 27 მოთამაშეს უხმო. წილისყრის შედეგად მაგიდებზე პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 მაგიდა
1) guramio - გურამ ჩიქოვანი
2) atc-100 - თამაზ სხირტლაძე
3) Danela545 - ლევან დანელია
4) Dubinka - ირაკლი გაბაშვილი
5) Ded-enco - ლაშა დადიანი
6) Deme10 - ლაშა ალიმბარაშვილი
7) Achiko0101 - არჩილ ჭიხაშვილი
8) Bluffer - პაპუნა აფციაური
9) TRY_HRD_FISH - ენვერ ხვიტია
მე-2 მაგიდა
1) kvichi - გიორგი კვიჩიძე
2) didro75 - დიმიტრი წერეთელი
3) BMW850 - იანის ანანიკოვი
4) chaichoche - მამუკა უჯერაშვილი
5) Zaliko_udumashvili - ზალიკო უდუმაშვილი
6) gruzin26 - ლადო კორძახია
7) giorgi_332 - გიორგი ბუჩუკური
8) Zigigi - გიორგი მევლუფიშვილი
9) burdiso8 - ლადო ბურდული
მე-3 მაგიდა
1) bichuta - ბიჭი ივანიშვილი
2) barcaguro - გურამ ტაშიანი
3) Giorgi_lifonava - გიორგი ლიფონავა
4) paxa - გიორგი პაქსაშვილი
5) iNoza - ირაკლი ნოზაძე
6) JanReno - მიხეილ შეშელიძე
7) giorgi-lom -გიორგი ლომთათიძე
8) nodarich -დავით ოქროპირიძე
9) giopero - გიორგი ფერაძე
განსაკუთრებით თვალში საცემია პირველი მაგიდის შემადგენლობა. წინასწარ გეტყვით რომ, TRY_HRD_FISH, Guramio, atc-100 და Danela545 საფინალო მაგიდაზე მოხვდნენ, ხოლო TRY_HRD_FISH - ენვერ ხვიტია და Guramio - გურამ ჩიქოვანი კი სულაც Heads-up-ში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ცნობადი სახეებიდან bichuta - ბიჭი ივანიშვილი და Giorgi_lifonava - გიორგი ლიფონავა რიგით მე-3 მაგიდაზე მოხვდნენ. აღნიშვნის ღირსია bichuta -ს თამაში, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში ჩიპლიდერის სტატუსს ინარჩუნებდა და არც თუ მცირე სიდიდის სტეკით (48600 ჩიპი, მე-2 ადგილი) მიუჯდა შემდგომში საფინალო მაგიდას. სამწუხაროდ გიორგი ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა ბრძოლას, ხოლო ზაალი, ჩვეული ელეგანტურობით საკმაოდ კარგად უმკლავდებოდა გაცილებით გამოცდილ მოთამაშეებს, მაგრამ გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა და ზალიკოც საფინალო მაგიდის მიღმა დარჩა. გამოვყოთ ცნობილი ყოფილი ფეხბურთელის burdiso8 - ლადო ბურდულის თამაში, რომელიც ზედიზედ მეორე თამაშში იღებდა მონაწილეობას სატელიტების გავლით. მე-3 თამაშისგან განსხვავებით, ლადომ უფრო ყურადღებით ითამაშა და, მართალია რამოდენიმეჯერ ბეწვზე გადაურჩა გავარდნას, საფინალო მაგიდაზე მაინც მოხვდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია პირველი თამაშის მე-2 ადგილოსანის giopero - გიორგი ფერაძის წარუმატებელი თამაში, რაც ალბათ მაინც უიღბლობას უნდა დავაბრალოთ, რადგან გიორგი ერთ-ერთ ძლიერ და ანგარიშგასაწევ მოთამაშედ ითვლება პოკერის გამოცდილ მოთამაშეთა შორის. მას ყველა ელოდა საფინალო მაგიდაზე და არცთუ უსაფუძვლოდ ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნევდნენ Zigigi-თან და TRY_HRD_FISH -თან ერთად. გიორგის ბედი გაიზიარეს და საფინალო მაგიდაზე ვერ მოხვდნენ წინა თამაშების ფინალისტები: Bluffer - პაპუნა აფციაური, gruzin26 - ლადო კორძახია, chaichoche - მამუკა უჯერაშვილი და barcaguro - გურამ ტაშიანი.
საფინალო მაგიდას მოთამაშეები შემდეგი თანმიმდევრობით მიუსხდნენ:
1) bichuta - ბიჭი ივანიშვილი 48600 ჩიპი
2) burdiso8 - ლადო ბურდული 14300 ჩიპი
3) Danela545 - ლევან დანელია 9600 ჩიპი
4) paxa - გიორგი პაქსაშვილი 13700 ჩიპი
5) Zigigi - გიორგი მევლუფიშვილი 29800 ჩიპი
6) iNoza - ირაკლი ნოზაძე 33900 ჩიპი
7) TRY_HRD_FISH - ენვერ ხვიტია 55500 ჩიპი-ჩიპლიდერი
8) atc-100 - თამაზ სხირტლაძე 47800 ჩიპი
9) Guramio - გურამ ჩიქოვანი 16800 ჩიპი
ტრადიციულად, საფინალო მაგიდაზე საწყის ეტაპზე ფრთხილი თამაში გაიმართა. ხოლოდ მე-10 დარიგებაზე ვიხილეთ აქტიური მოქმედებები. Danela545 - ლევან დანელიამ ადრეული პოზიციიდან 8♠7♠-ში All-in-ი გააკეთა, რაც გამოწვეული იყო, ალბათ მაინც, ლევანის მოკლე სტეკით (სულ 5100). მას A♦4♠-ში ენვერმა უპასუხა. პრეფლოპზე ენვერს მართალია უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბორდის ბანქომ 9♠9♣10♥ 6♠ Q♠ ლევანის სტრეიტი დააფიქსირა, რამაც მას საშუალება მისცა თავისი სტეკი გაედაბლებინა. აი, მე-12 დარიგებაზე კი, არ გაუმართლა ლადო ბურდულს. Guramio -მ (გურამ ჩიქოვანი) საშუალო პოზიციიდან K♦Q♥-ში 7000-იანი რეიზი გააკეთა, რასაც bichuta - ს (ბიჭი ივანიშვილი) ქოლი მოჰყვა ორ ექვსიანში (6♣6♠). ლადოს (burdiso8), რომელსაც ამ დროისთვის ყველაზე მცირე სტეკი ჰქონდა (4700 ჩიპი) A♠8♦-ში ისღა დარჩენოდა, რომ ვა-ბანკზე წასულიყო. ფლოპზე გახსნილი ბანქოს შემდეგ (10♥J♣9♣ ), რომელმაც გურამის სტრეიტი დააფიქსირა, მას ფაქტობრივად თერნზე და რივერზე მხოლოდ დამა-კაროლის გახსნა აწყობდა,მაგრამ 5♥6♥-მა სიტუაცია ვეღარ შეცვალა და ლადომ მე-9 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. მაგრამ საკმაოდ ოპტიმისტურად-შეგვპირდა რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. მის ოპტიმიზმს საფუძველი აშკარად აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, წინა თამაშზე ლადო საკმაოდ ადრე გავარდა, დღევანდელი შედეგი აშკარა პროგრესია.
საინტერესო გამოდგა 22-ე დარიგება. ორ ცხრიანში (9♥9♦) TRY_HRD_FISH -ის (ენვერ ხვიტია) 10000-იან რეიზს, paxa -მ (გიორგი პაქსაშვილი) ტუზ-კაროლში (A♣K♦) All-in-ი (17300) დაახვედრა, რომელიც iNoza -მ (ირაკლი ნოზაძე) დაქოლა (Call) BB-ში ორი ვალეტით (J♥J♠). ენვერმა, როგორც გამოცდილ მოთამაშეს შეეფერება ჯიბის ორი ცხრიანი გადაყარა და როგორც შემდეგ გამოჩნდა, სწორადაც მოიქცა. ფლოპზე (7♠2♣7♦) , თერნზე (K♥) და რივერზე (4♣) გახსნილმა ბანქომ გიორგის მაღალი 2 წყვილი დააფიქსირა და ის თამაშში დატოვა.
28-ე დარიგებაზე bichuta დამა-ცხრიანში (Q♥9♣) შეეცადა სტეკის გაორმაგებას All-in-ით (10800), მაგრამ Guramio -ს ორ რვიანთან (8♦8♣) ის უძლური აღმოჩნდა. ბორდზე გახსნილმა ბანქომ (7♦4♥K♠ A♣ A♥) კიდევ ერთი სტუმარი დატოვა თამაშს მიღმა.
36-ე დარიგებაზე პოსტფლოპზე (A♥10♠3♠) Guramio -მ (K♠K♣) არ დაუჯერა Zigigi -ს 42900-იან ბლეფს (J♥8♣-ში All-in-ი). თერნმა (10♥) და რივერმა (5♠) Zigigi მე-5 ადგილზე დატოვა.
49-ე დარიგების შემდეგ კი მაგიდაზე 2 მოთამაშე დარჩა. paxa -მ (გიორგი პაქსაშვილი) 9♣5♦-ში TRY_HRD_FISH -ის (ენვერ ხვიტია) Q♦7♠-ში 31000-იან რეიზს უპასუხა, რაც მისთვის All-in-ი იყო. ბორდის ბანქო - 8♠3♠Q♣ 2♥ 3♦. რაც იმას ნიშნავდა, რომ TRY_HRD_FISH -ი (191200 ჩიპი) და Guramio ( 78800 ჩიპი) ერთმანეთს Heads-up-ში შეერკინენ. თითქოს და აშკარა უპირატესობა ენვერს ჰქონდა, მაგრამ პოკერი ამითაც არის საინტერესო. კიდევ ერთხელ გამართლდა დაუწერელი კანონი-ვერცერთმა ჩიპლიდერმა თამაში ვერ მოიგო.
55-ე დარიგებაზე უპირატესობა უკვე გურამს ჰქონდა, 148800 ჩიპი ენვერის-121200 ჩიპის წინააღმდეგ. გურამმა ორ შვიდიანში (7♣7♠) All-in-ი გააკეთა, რასაც ენვერმა ტუზ-რვიანში (A♦8♥) უპასუხა. ფლოპზე გახსნილმა 2♣7♦3♥-მა გურამი კიდევ უფრო გააძლიერა. თერნმა (4♥) და რივერმა (8♣) კი Guramio-ს სახით რიგით მეოთხე ფინალისტი გამოავლინა, რომელიც შეუერთდა confeesa-ს, babuabe-სა და ZEMLIATRESENIE-ს.
ამრიგად, მეოთხე თამაშის საფინალო მაგიდის საბოლოო სახე შემდეგნაირად გამოიყურება:
1. გურამ ჩიქოვანი - guramio – Poker Ring II გრანდ ფინალ-ის საგზური
2. ენვერ ხვიტია - TRY_HRD_FISH - 1700 ლარი
3. გიორგი პაქსაშვილი - paxa - 1300 ლარი
4. ლევან დანელია - Danela545 - 1000 ლარი
5. გიორგი მევლუფიშვილი - Zigigi - 900 ლარი
6. თამაზ სხირტლაძე - atc-100 - 800 ლარი
7. ირაკლი ნოზაძე - iNoza - 700 ლარი
8. ბიჭი ივანიშვილი - bichuta - 600 ლარი
9. ლადო ბურდული - burdiso8 - 500 ლარი