"პრივატ ბანკი" სასტუმროების ბიზნესით დაინტერესდა

 "პრივატ ბანკი" სასტუმროების ბიზნესით დაინტერესდა

"პრივატ ბანკი" სასტუმროების ბიზნესით დაინტერესდა. ბანკის ინვესტიციით რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე სასტუმრო-რესტორანი "უკრაინკა" გაიხსნა. სასტუმრო 63 ნომერს, უკრაინულ რესტორანსა და სწრაფი კვების ობიექტს აერთიანებს. ავტობაზრობის მენეჯმენტის ინფორმაციით, ყველა ნომერი განსხვავებულია და აღჭურვილია კომფორტული საწოლებით, სავარძლებით, ჟურნალის მაგიდით, პლაზმური ტელევიზორით, ტელეფონით, კონდენციონერითა და მაცივრით.

რესტორან "უკრაინკაში" სტუმრებს უკრაინულ ნაციონალურ სამოსში ჩაცმული პერსონალი მოემსახურება და უკრაინულთან ერთად ქართულ კერძებს შესთავაზებს.

რუსთავის ავტობაზრობა 2009 წლიდან საავტომობილო ვაჭრობის სფეროში, მთელი ამიერკავკასიის რეგიონში უპირობო ლიდერად რჩება. იგი 22 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებული. "პრივატბანკმა" ბოლო პერიოდში ავტობაზრობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში 25 მლნ დოლარი დააბანდა, სულ კი განხორციელებული ინვესტიცია 40 მლნ დოლარს შეადგენს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა