"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს მობილურ ტელეფონებზე ახალ განვადებას სთავაზობს

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს მობილურ ტელეფონებზე ახალ განვადებას სთავაზობს

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს მობილურ ტელეფონებზე ახალ განვადებას სთავაზობს. ბანკის ინფორმაციით, ვინც 7 ივლისის ჩათვლით ისარგებლებს "საქართველოს ბანკის" განვადებით და შეიძენს iPhone-ს, Blackberry-სა თუ Android-ის მობილურ ტელეფონს, საჩუქრად 3 GB-მდე მობილური ინტერნეტი გადაეცემა.

აქციით სარგებლობა და განვადებით მობილური ტლეფონის შეძენა მომხმარებელს შეუძლია საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებშიც. საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს განვადების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელს და მომხმარებელზე მორგებულ, მოქნილ განვადების პირობებს. საქართველოს ბანკის უპროცენტო განვადებით სარგებლობა შეუძლია 20 წლიდან 70 წლამდე ასაკის ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც მინიმუმ 200 ლარს შეადგენს. სესხის მოცულობა განისაზღვრება 200-დან 3000 ლარამდე, ხოლო სესხის ვადა 3-დან 24 თვემდე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა