გრემისხევი-მჭადიჯვრის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გრემისხევი-მჭადიჯვრის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

დუშეთის რაიონში, გრემისხევი-მჭადიჯვრის დამაკავშირებელი გზის მეშვიდე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის, გივი ამირხანაშვილის ინფორმაციით, მთის ქანის ჩამოშლას მოსახლეობისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია და არც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოუწვევია. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზა უკვე გახსნილია.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია უკვე რამდენიმე წელია, მეწყერსაშიშ ზონად ითვლება, ბოლო პერიოდში კი გააქტიურება შეიმჩნევა. ბოლო ორ თვეში მეწყერი უკვე მეორედ ჩამოწვა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია