ქართული პრესა "ეს შენ გეხება"-ს საკანონმდებლო ინიციატივას სოლიდარობას უცხადებს

ქართული პრესა "ეს შენ გეხება"-ს საკანონმდებლო ინიციატივას სოლიდარობას უცხადებს

ქართული პრესა კამპანიის - "ეს შენ გეხება"-ს საკანონმდებლო ინიციატივას სოლიდარობას უცხადებს. "მინდა, ვუყურო ყველა ქართულ ტელეარხს! დააკანონე Must-carry!" - ამ წარწერით გამოვიდა დღეს ქართული გაზეთების უმრავლესობა.

პლურალისტური მედიაგარემოს ხელმისაწვდომობის მიზნით, "ეს შენ გეხება" პარლამენტისგან მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში პრინციპების - must carry და must offer დანერგვას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით კამპანიის მონაწილე ორგანიზაციებმა პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტიც წარუდგინეს.

კამპანიის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი დაავალდებულებს სამაუწყებლო-საკაბელო კომპანიებს, უზრუნველყონ მათ ქსელში ყველა ტელევიზიის მაუწყებლობა. შესაბამისად, ეს დაავალდებულებს ტელევიზიებს, ისარგებლონ ყველა საკაბელო კომპანიის მომსახურებით.

კამპანიის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონსაც მიმართეს და საკანონმდებლო წინადადებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები