თბილისში "ეკოფუდის" რძის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ამოქმედდა. უახლესი მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი საწარმო "ჩიიზკო" ქართულ ყველს გამოუშვებს. თავდაპირველად 10 სახეობის ყველი გაიყიდება.
"ქარხანა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. აქვე მოქმედებს რძის მიკრობიოლოგიური და ქიმიური ლაბორატორიები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი", - აცხადებენ კომპანიაში.
ქარხანა ქართულ-ავსტრიული ინვესტიციით შეიქმნა. მშენებლობა 2011 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2012 წლის აპრილში დასრულდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9