"მაესტროში" ნანა თვალაბეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეწოლის გავლენას გამორიცხავენ

"მაესტროში" ნანა თვალაბეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეწოლის გავლენას გამორიცხავენ

ტელეკომპანია "მაესტროში" ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეწოლის გავლენას კატეგორიულად გამორიცხავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა, ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა, თვალაბეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ ტელეკომპანიამ ქუთაისში ორი ჯგუფიდან ერთი დატოვა.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული იყო თელავსა და გორშიც, სადაც ორი ჯგუფის ნაცვლად ერთი ჯგუფი გააგრძელებს საქმიანობას.

დღეს ქუთაისში, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა, ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილისადმი მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა თვალაბეიშვილის ტელეკომპანია "მაესტროდან" გათავისუფლება გააპროტესტეს, რაც თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასეს. ჟურნალისტი პარალელურად გაზეთ "ალიას" რეგიონული კორესპონდენტია. გაზეთში ის ხშირად კრიტიკულად წერდა კოალიცია "ქართული ოცნების" შესახებ. სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მხარდამჭერი გვერდებიც კი შეიქმნა, სადაც აცხადებენ, რომ ტელევიზიამ ნანა თვალაბეიშვილი "ქართული ოცნების" ზეწოლის შედეგად გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები