POKER RING -ის მეორე სეზონის მეხუთე თამაში 22 მაისს გაიმართა

POKER RING -ის მეორე სეზონის მეხუთე თამაში 22 მაისს გაიმართა

POKER RING -ის მეორე სეზონის მეხუთე თამაში ნაცვლად 19 მაისისა, 22 მაისს, სამშაბათს გაიმართა. რისი მიზეზიც გადაცემის წამყვანის დიმა ობოლაძის მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გამგზავრება გახლდათ. აქვე გაგაცნობთ იმ 27 მონაწილეს, რომლებიც "მეინ ივენთის" ერთადერთი საგზურისათვის იბრძოდნენ.

1) 77777 - მერაბ მელუა

2) achiko0101 - არჩილ ჩიხაშვილი

3) atc-100 - თამაზ სხირტლაძე

4) barcaguro - გურამ ტაშიანი

5) brate7 - ზაზა ჭეხაშვილი

6) burdiso8 - ლადო ბურდული

7) Champion - გიორგი გიორგაძე

8) dad-enco - ლაშა დადიანი

9) Danela545 - ლევან დანელია

10) Gaiser - ლევან ცერცვაძე

11) gigi-jija - გიორგი გახარია

12) JanReno - მიხეილ შეშელიძე

13) kisa81 - ქრისტინე ჯაბახიძე

14) mekushe -მამუკა ჭერაშვილი

15) Misha_r - მიშა რუხაძე

16) p777 - ბადრი კვარაცხელია

17) paxa - გიორგი პაქსაშვილი

18) qurta - არჩილ ხოფერია

19) chitadze1989 -ლაშა ჩიტაძე

20) kirilichi - დავით ბერიძე

21) deme10 - ლაშა ალიმბარაშვილი

22) ika3003 - ირაკლი გავაშელი

23) giolaba - გიორგი ლაბაძე

24) TRY_HRD_FISH - ენვერ ხვიტია

25) Nini_badurashvili - ნინი ბადურაშვილი

26) sula-beri - ნოე სულაბერიძე

27) jaba_kiladze - ჯაბა კილაძე

პოკერის მოყვარულებისთვის ადვილი შესამჩნევი იქნება შემადგენლობის სიძლიერე. პოკერის სამყაროში აღიარებულ ავტორიტეტებს და ცნობილ ქეშ-გეიმერებს: qurta - არჩილ ხოფერიას. 77777 - მერაბ მელუას, p777 - ბადრი კვარაცხელიას და gigi-jija - გიორგი გახარიას დამატებული Champion- გიორგი გიორგაძე, ika3003 - ირაკლი გავაშელი, TRY_HRD_FISH - ენვერ ხვიტია, Misha_r - მიშა რუხაძე და სხვ. შესანიშნავ და დაძაბულ სანახაობას გვპირდებოდა.

თამაშს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ორი მშვენიერი მანდილოსნის, სტუმრის სტატუსით მოწვეული ნინი ბადურაშვილისა და ქრისტინე ჯაბახიძის ასპარეზობამ. გამოსარჩევია კიდევ ერთი სტუმრის- ჯაბა კილაძის მოულოდნელად აგრესიული თამაში, რომელსაც სულ ცოტა რომ გამართლებოდა, საუკეთესო 9 კაცში მოხვდებოდა. სტუმრებიდან შედარებით წარმატებულად sula-beri-მ (ნოე სულაბერიძე) იასპარეზა. რომელიც კარგა ხნის მანძილზე ჩიპ-ლიდერის სტატუსით იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აჩქარდა და სულ რაღაც ერთი ნაბიჯი დააკლდა რინგზე შესასვლელად.

მოულოდნელად ადრევე, საწყის სტადიაზე დატოვა ტურნირი qurta -მ (არჩილ ხოფერია), რომელსაც სწორედ ნოემ მოუგო სტეკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისივე ბედი გაიზიარეს მერაბ მელუამ (77777) და გიორგი გახარიამ (gigi-jija), რომელმაც ვერა და ვერ გატეხა ნავსი და და უკვე მეოთხედ დარჩა რინგს მიღმა. ცნობილი ქეშ-გეიმერებიდან ყველაზე წარმატებული p777 -ბადრი კვარაცხელია აღმოჩნდა (მე-6 ადგილი და 800 ლარი ევროპა-ბეთისგან)

დაძაბული ასპარეზობის შემდეგ გამოვლინდა ის 9 მოთამაშე, რომლებიც "მეინ ივენთის" ერთადერთი საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ.

1) Champion - გიორგი გიორგაძე - 81,300 ჩიპლიდერი

2) JanReno - მიხეილ შეშელიძე - 53.800 ჩიპი

3) Misha_r - მიშა რუხაძე - 16.000 ჩიპი

4) ika3003 - ირაკლი გავაშელი - 32.700 ჩიპი

5) paxa - გიორგი პაქსაშვილი - 13.800 ჩიპი

6) achiko0101 - არჩილ ჩიხაშვილი-20.100 ჩიპი

7) burdiso8 - ლადო ბურდული -13.000 ჩიპი

8) p777 - ბადრი კვარაცხელია -20.200 ჩიპი

9) barcaguro - გურამ ტაშიანი -13.100 ჩიპი

პირველივე დარიგებაზე მნიშვნელოვანი დაბლ-აფი გააკეთა Misha_r-მა. რომელმაც ორ კაროლში (K♠K♥) 16000-იანი All-in-ი გააკეთა. მას ika3003 -მ უპასუხა ტუზ-დამაში (Q♠A♠). ბორდის ბანქომ J♦Q♥3♣ 4♣ 2♥ მიშა გააორმაგა. მე-4 დარიგებაზე კი პირველი მოთამაშე გამოაკლდა მაგიდას, წინა თამაშის მსგავსად მე-9 ადგილზე ცნობილი ფეხბურთელი- ლადო ბურდული (burdiso8) გავიდა. მან ტუზ-ათიანში (A♦10♣) 13000-იანი All-in-ი გააკეთა, რომელსაც Champion -მა ტუზ-კაროლი(A♥K♦) დაახვედრა. მართალია ფლოპზე გახსნილმა ათიან-სამიან-სამიანმა( 10♠3♣3♦) ლადო დააწინაურა და თერნზეც( 8♦) წინ იყო, მაგრამ რივერზე გახსნილმა კაროლმა (K♠) ის რინგს მიღმა დატოვა. მე-8 დარიგებაზე გავარდა ika3003, ხოლო მეათეზე-paxa, რომლის კაროლ-ათიანი (K♥10♥) უძლური აღმოჩნდა JanReno -ს კაროლ-ვალეტთან (K♣J♣). ბორდზე გახსნილმა ბანქომ- 10♦J♥7♦ 6♦ A♥, მიშას მცირედი, მაგრამ მაინც უპირატესობა დააფიქსირა და სტეკი 10200 ჩიპით შეავსო. მე-13 დარიგებაზე გამოვარდა p777(ბადრი კვარაცხელია) რომლის ორი ოთხიანი (4♣4♥) უძლური აღმოჩნდა barcaguro -ს ტუზ-ოთხიანთან (A♣4♠). გურამი ფლოპზევე (A♦3♦J♦) დაწინაურდა და თერნმა (6♠) და რივერმა( 7♥) მისი სტეკი 8200 ჩიპით გაამდიდრა. მე-18 დარიგებაზე შეწყვიტა ასპარეზობა achiko0101-მა. პატარა ბლაინდში მის 25300-იან All-in-ს( A♦7♠), barcaguro -მ დიდი ბლაინდიდან უპასუხა( K♣A♥). მართალია ბორდზე (9♣Q♠2♣ 9♠ 9♥) სამი ცხრიანი გაიხსნა, მაგრამ მე-2 კიკერით (K♣) გურამმა კიდევ უფრო გაზარდა საკუთარი სტეკი. 39-ე დარიგებაზე მაგიდაზე სამი პრედენდენტი დარჩა. პოზიციიდან JanReno -ს All-in-ს (41600 10♥K♠-ში) , პატარა ბლაინდიდან (SB) Misha_r –მა უპასუხა (A♠J♣). ბორდის ბანქო- 8♠3♣8♦ 3♥ 9♠. კიკერით( A♠) მიშამ გაიმარჯვა. 70-ე დარიგებამდე დარჩენილი 3 მოთამაშე ძირითადად ბლაინდების შენარჩუნებას ცდილობდნენ. 70-ე დარიგებაზე(3000/6000 ბლინდი) კი პოზიციიდან barcaguro -ს 15000-იან რეიზს( J♦J♥), Champion -მა (SB) 10♣8♣-ში უპასუხა, ხოლო Misha_r - მა(BB) 9♦5♦-ში. პრეფლოპზე გურამი აშკარა დომინაციაში იყო,მაგრამ პოკერი ამითაა საინტერესო და მიმზიდველი. ფლოპზე 7♣5♣J♣-მა Champion -ის ფლეში დააფიქსირა და გურამი ერთადერთი აუტის, ყვავის ვალეტის (J♠) იმედზე დატოვა. თერნმა(4♣) და რივერმა (8♦) Heads-up-ში სიძე-ცოლიძმა, Misha_r -მიშა რუხაძე(83500 ჩიპი) და Champion - გიორგი გიორგაძე(180500) დატოვა.

მომდევნო დარიგებებში უპირატესობა ნელ-ნელა მიშას მხარეს გადადიოდა. დაძაბული და საინტერესო დღის შედეგი კი საფინალო მაგიდაზე 115-ე(!) დარიგებაზე დადგა. მიშამ K♣9♣-ში All-in-ი გააკეთა (193000), რასაც გიორგიმ 10♦7♦-ში უპასუხა. ფლოპმა (2♣3♦5♣) ვერცერთი მოთამაშე გააძლიერა. თერნზე გახსნილმა 2♦-მა და რივერზე-5♥-მა, მაღალი კიკერით(K♣) გამოვლინა POKER RING 2-ის "main event”-ის მეხუთე მონაწილე - მიშა რუხაძე(Misha_r). რომელიც შეუერთდა ვაჟა ქომეთიანს, გივი ჯუღელს, პაატა ხმალაძეს და გურამ ჩიქოვანს.

მეხუთე თამაშის საბოლოო სახე დაკავებული ადგილების მიხედვით შემდეგია:

1) Misha_r - მიშა რუხაძე - Poker Ring II გრანდ ფინალ-ის საგზური

2) Champion - გიორგი გიორგაძე - 1700 ლარი

3) barcaguro - გურამ ტაშიანი - 1300 ლარი

4) JanReno - მიხეილ შეშელიძე - 1000 ლარი

5) achiko0101 - არჩილ ჩიხაშვილი - 900 ლარი

6) p777 - ბადრი კვარაცხელია - 800 ლარი

7) paxa - გიორგი პაქსაშვილი - 700 ლარი

8) ika3003 - ირაკლი გავაშელი - 600 ლარი

9) burdiso8 - ლადო ბურდული - 500 ლარი

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი