აკაკი გოგიჩაიშვილი და ნინო ხაჟომია კვლავ ერთად არიან

აკაკი გოგიჩაიშვილი და ნინო ხაჟომია კვლავ ერთად არიან

ბიზნესკურიერის" წამყვანის აკაკი გოგიჩაიშვილისა და ნინო ხაჟომიას დაშორების ამბავი დაახლოებით სამი თვის წინ გახდა ცნობილი. ახლახან კი წყვილი "პროფილში" ერთად მივიდა სტუმრად. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ დავინტერესდი აკაკისა და ნინოს ამჟამინდელი ურთიერთობით და გავიგე, რომ მათ ცხოვრებაში კარგი სიახლეა. ცოლ-ქმარი შერიგდა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ.

- აკაკი, გილოცავთ შერიგებას.

- შერიგება ჩხუბის მერე ხდება ხოლმე. მე და ნინოს კი არ გვიჩხუბია. ჩვენ დავსხედით, როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეეფერებათ და გადავწყვიტეთ, რომ იმ სიტუციაში ცხოვრებას, როგორამდეც მივედით, დაშორება სჯობდა. არც გვითქვამს ერთმანეთისთვის, დროებით დავშორდით თუ სამუდამოდ. სამთვიანმა დაშორებამ გვაჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლა ჩვენ შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. კონფლიქტური სიტუაციები გავაანალიზეთ და გადავჭერით. ახლა ყველაფერი რიგზეა.

- დიდი ხანია, რაც თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა?

- არა. სიმართლე გითხრათ, ჯერ ერთად არ ვცხოვრობთ. არაფერს ვაჩქარებთ. ურთიერთობაში პროგრესი გვაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ ის ურთიერთობა დაბრუნდეს, როგორიც ჩვენი გაცნობის დროს დაიწყო. ეს ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო. ზოგადად კარგია, როცა არ მოუყრუებ ოჯახში გაჩენილ პრობლემებს. პრობლემები კი ყველა ოჯახში აუცილებლად იჩენს თავს. როდესაც სექსი და ყოველდღიური ურთიერთობები რუტინა ხდება, თვალი არ უნდა დახუჭო. თუ ამ ყველაფერს ამჩნევ, ჯობია, ისაუბრო და გააანალიზო. მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესის კუთხით უნდა მიუდგე ამ ყველაფერს.

- სამთვიანი დაშორების შემდეგ შერიგების ინიციატორი ვინ იყო?

- როგორც ყოველთვის, ახლაც ნინო იყო ამ ნაბიჯის გადადგმის ინიციატორი. ნინო უფრო აქტიური, ემოციური და ენერგიულია. მე ცოტა დუნე ცხოვრებით ვცხოვრობ. აქტიური არ ვარ.

- ყველაზე მეტად ალბათ ბავშვს გაუხარდა მშობლებს შორის ურთიერთობის დალაგება.

- ჩვენი დაშორებით ყველაზე დიდი ტვირთი ბავშვს დააწვა. თუმცა, მეორე მხრივ, როცა ოჯახში ყოველთვის დაძაბული ურთიერთობაა, ბავშვისთვის ეს უფრო ცუდია, ვიდრე მშობლების დაშორებით გამოწვეული სტრესი.

- "რეიტინგთან" ინტერვიუში ამბობდით, როდესაც ცოლ-ქმარი ერთად მუშაობს, ეს მათ ურთიერთობას ხელს უშლისო. თქვენი დაშორების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო "რეალ ტვ"-ის საინფორმაციოს უფროსი გახდა.

- ნინო "რეალ ტვ"-ის საინფორმაციოს უფროსი იყო, ახლა ისევ დაბრუნდა "რუსთავი 2"-ში, მაგრამ მუშაობს არხის მარკეტინგში.

- ე.ი. ერთ გადაცემაში აღარ მუშაობთ.

- არა და ასე იმიტომ არ მოვიქეცით, რომ არჩევანი არ გვქონდა. როდესაც ნინო "ბიზნესკურიერში" მუშაობდა, გადაცემის რეიტინგი უფრო მაღალი იყო. ახლა არხმა შესთავაზა, რადგან ყველაფერმა ჩაიარა, ხომ არ დაბრუნდებოდი "ბიზნესკურიერშიო". ჩვენ გადავწყვიტეთ, ახლოს ვიყოთ, მაგრამ საკუთარი საქმით დავკავდეთ. ჩვენი ოჯახისთვის, მგონი, ასე აჯობებს.

- მეორე ბავშვი ხომ არ შეემატება თქვენს ოჯახს?

- არ ველოდებით, მაგრამ მეორე ბავშვის გაჩენას ვგეგმავთ და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები