გაგარინის მოედანზე, "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისის შენობის წინ მოქალაქე გია ხამაშურიძემ დანით ვენების გადაჭრა სცადა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ხამაშურიძეს "საქართველოს ბანკიდან" სესხი აქვს აღებული.
შენობასთან მყოფმა პირებმა მოქალაქეს ვენების გადაჭრის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით იგი ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოძახება გახდა საჭირო.
ექიმების ბრიგადამ 51 წლის გია ხამაშურიძე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა.