"ბანა" უპრეცედენტო აქციას აცხადებს

"ბანა" უპრეცედენტო აქციას აცხადებს

საბავშვო პროდუქციის ჰიპერმარკეტი "ბანა" უპრეცედენტო აქციას აცხადებს. აქციის ფარგლებში "ბანა" ერთგულ მომხმარებელს "დისნეი ლენდის" საგზურით დაასაჩუქრებს.

"პირველად საქართველოში ყველაზე ერთგულ მომხმარებელს "ბანა" მადლობის ნიშნად ასაჩუქრებს პარიზის "დისნეი ლენდის" საგზურით 3 კაცზე (დედა, მამა და შვილი). ერთგულ მომხმარებლად ჩაითვლება ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტ სათამაშოს შეიძენს ამ პერიოდის განმავლობაში "ბანას" მაღაზიათა ქსელში", - განმარტავენ კომპანიაში.

ამასთან, "ბანაში" ახლახან განახლდა კოლექცია, ძალიან მალე კიდევ ერთი ახალი საზაფხულო კოლექცია შეემატება.

"მხოლოდ "ბანაში" შეხვდებით საკოლექციო ბარბების უზარმაზარ არჩევანს", - ამბობენ "ბანში".

ამ დროისთვის კომპანია ორი ჰიპერმარკეტით - წამებულის ქ. N67-ში და ქავთარაძის ქ. N1-ში (ჰიპერმარკეტი ”გუდვილი”) სავაჭრო ცენტრი (GTC) შემოიფარგლება. 24 ივნისს "ბანა" ბათუმშიც გაიხსნება, სადაც დაგეგმილია საბავშვო ღონისძიება და გაიჭრება "ბანას" უზარმაზარი ტორტი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა