"წარმატებული მომავლისთვის" - გრანდიოზული პროექტი "ულტრასგან"

"წარმატებული მომავლისთვის" - გრანდიოზული პროექტი "ულტრასგან"

კომპიუტერული კომპანია "ულტრა" გრანდიოზულ პროექტს იწყებს. პროექტის სახელწოდებაა "წარმატებული მომავლისთვის". პროექტის ფარგლებში კომპანია აბიტურიენტებსა და სტუდენტებს 100-ლარიან ვაუჩერს გადასცემს.

"პროექტის მიზანია, ყველა ახალგაზრდამ შეძლოს ლეპტოპისა და პორტატული კომპიუტერების შეძენა, რათა მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება. კამპანიის ფარგლებში მათ პირველად ექნებათ შესაძლებლობა კომპიუტერებული ტექნიკა 100-ლარიან ფასდაკლებასთან ერთად ქართულ ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად შეიძინონ", - განმარტავს კომპანია "ულტრას" მარკეტინგის მენეჯერი, ივან გრუზინსკი.

ვაუჩერს მსურველი კომპანიის ვებ-გვერდის "ultra.ge" მეშვეობით მიიღებს.

ვაუჩერების განაღდება თბილისში "ულტრას" ქსელში და ქუთაისში კომპანიის პარტნიორ "უნიკონის" მაღაზიებშია შესაძლებელი. ვაუჩერი მფლობელმა 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაანაღდოს.

"ულტრას" ბრენდით თბილისში 3 მაღაზია მოქმედებს, ქუთაისში კი კომპანიის პროდუქცია "უნიკონის" ქსელშია წარმოდგენილი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა