მსოფლიოს წამყვანი სადაზღვევო ბროკერი ფრანგული "გრას სავუა" საქართველოში შემოვიდა. "გრას სავუა" ადგილობრივ ბაზარს ისეთ მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა გადაზღვევის სერვისი, კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და შიდა პროცესების გამართვა, ახალი პროდუქტების განვითარება და დანერგვა, რისკ-მენეჯმენტი და სადაზღვევო პროგრამების შემუშავება.
ამ დროისთვის "ჯიპიაი ჰოლდინგი" და სადაზღვევო ბროკერი "გრას სავუა" მომხმარებელს ერთობლივ სადაზღვევო პროდუქტს: ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევას სთავაზობს. საერთაშორისო დაზღვევით შესაძლებელი იქნება სამედიცინო მომსახურების მიღება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ნებიმისმიერ კლინიკაში.
"გრას სავუა" მსოფლიოს წამყვანი ბროკერების ათეულში შედის და მსოფლიოს 40 ქვეყანაში აქვს ფილიალი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9