"ალდაგის" და "იმედი ელის" გაერთიანების შედეგად "ალდაგის" კაპიტალის ოდენობამ 77 მლნ ლარს გადააჭარბა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ დროისთვის იგი სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი კაპიტალის მქონეა, რაც მისი კლიენტების კიდევ უფრო მეტი სტაბილურობისა და მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტი იქნება.
2012 წლის მაისში სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" "იმედი ელის" აქციების 98.5%-ის მფლობელი გახდა.
"ალდაგი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც დაარსდა 1990 წელს და მას შემდეგ ლიდერის პოზიციაზეა. 2006 წლის ბოლოს "ალდაგიშ" აქციების 100% სადაზღვევო კომპანია "ბისიაიმ" შეიძინა. "ბისიაი" 1998 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახლდათ.
2005 წელს ორივე კომპანიამ მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა: "ალდაგმა" შეიძინა სადაზღვევო კომპანია "სელბი", ხოლო "ბისიაიმ" - "ევროპეისი".
2007 წელს ორი კომპანია გაერთიანდა და ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანია გაჩნდა.
2011 წელს "ალდაგმა" მნიშვნელოვანი ფინანსური გარიგებები განახორციელა. მან სადაზღვევო კომპანია "პარტნიორის" სადაზღვევო პორტფელი შეიძინა, ალდაგის შვილობილი კომპანია "ჩემი ოჯახის კლინიკა" კი "ბლოკ ჯორჯიას" აქტივების 100%-ის მფლობელი გახდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9