"გუდვილი" გრანდიოზულ პროექტს იწყებს

"გუდვილი" გრანდიოზულ პროექტს იწყებს

შ.პ.ს. "გუდვილი" გრანდიოზულ პროექტს იწყებს. რითეილ-ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე პირველად არსებობის მანძილზე საფასო პოლიტიკას ცვლის. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ნატო დარჩიაშვილი გადაცემა "რადიო მარკეტთან" საუბარში ამბობს, ყველაფერზე, რასაც "გუდვილი" ყიდის, ანუ 50 000 დასახელების პროდუქტზე მალე ახალი ფასები ამოქმედდება.

"30 ივნისიდან ყველგან, სადაც "გუდვილია" თბილისში, გორში, ბათუმში, ამასთან ინტერნეტ სივრცეში ("გუდვილ დელივერ.ჯი") მომხმარებელს ყველაფერზე, კვების პროდუტებსა თუ ავეჯზე 10%-ით დაბალი ფასები დახვდება", - განმარტავს დარჩიაშვილი.

გრანდიოზული პროექტის დეტალებს "გუდვილის" წარმომადგენლები მომხმარებელს რამდენიმე დღეში გააცნობენ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა