თბილისში "ბუდა ბარ აუთდორი" იხსნება

თბილისში "ბუდა ბარ აუთდორი" იხსნება

თბილისში "ბუდა ბარ აუთდორი" იხსნება. 80 ადამიანზე გათვლილი "აუთდორი" "ბუდა ბარის" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა და მომხმარებელს ბევრ სიახლეს ჰპირდება. როგორც გადაცემა "რადიო მარკეტს" მარკეტინგის მენეჯერმა, ნათია წულეისკირმა განუცხადა, "ბუდა ბარ აუთდორი" სტუმრებს მრავალფეროვან კერძებს, მათ შორის რესტორნის მენიუს შესთავაზებს.

"ეს არის "ბუდა ბარის" საზაფხულო სიახლე, "აუთდორი" მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებს და არაერთ ღონისძიებას უმასპინძლებს", - აცხადებს წულეისკირი.

"ბუდა ბარ აუთდორი" პირველ სტუმარს ივლისის პირველი რიცხვებიდან მიიღებს.

"ბუდა ბარი" რიყეზე 2012 წლის 28 მარტს გაიხსნა. რესტორანი 1400 კვ.მ ტერიტორიაზეა განთავსებული და იგი სამას ადამიანზეა გათვლილი. მომხმარებელს "ბუდა ბარში" აღმოსავლური სამზარეულოს გარდა ევროპულ კერძებსაც სთავაზობენ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა