"კამპა'' აქტიურ სეზონზე ფასებს არ ცვლის. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ზაფხულის განმავლობაში წვენებსა და ცივ ჩაიზე ფასები არ მოიმატებს. "კამპას" პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება და ფასები საცალო ქსელში 2 ლარიდან იწყება.
გარდა ამისა, კომპანია წელს საექსპორტო აქტივობას გეგმავს. პროდუქცია მალე შევა უკრაინის ბაზარზე. მენეჯმენტი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს კანადასთან და საბერძნეთთან.
წვენების ქართული საწარმო "კამპა'' ამ დროისთვის 28 სახეობის წვენსა და 2 სახეობის ცივ ჩაის აწარმოებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9