ბოროტი მელექსე

ბოროტი მელექსე

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ, როდესაც პირველად გავიგე, თუ რა იყო ვირტუალური სამყარო, მას მერე კი მისი აქტიური მომხმარებელიც გავხდი, რაც მრავალ თეთრად გათენებულ ღამესა და უაზროდ გაფლანგულ დროში გამოიხატება. ინტერნეტომანია პირველი კურსის პირველ სემესტრამდე მტანჯავდა, ახლა კი მისგან ასე თუ ისე, გავთავისუფლდი. ამაში კი ხელი შემიწყო იმ გარემოებამ, რომ ქიმიის გამოცდის წინა დღე ინტერნეტით ჩათაობას მივუძღვენი, რასაკვირველია, ამის გამო გამოცდა ვერ ჩავაბარე და ჩავიჭერი. რა სარგებლობა მომიტანა ამ შემთხვევაში ინტერნეტის გადამეტებულმა გამოყენებამ? არანაირი! პირიქით, მავნო კიდეც, მიუხედავად მისი უსაზღვროებისა და მიმზიდველობისა.

თუმცა, ერთი მხრივ, ვირტუალურად გაცნობილთაგან, თითქმის ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, გამონაკლისების გარდა. პირველი გამონაკლისი პირველი სიყვარული გახლდათ, რომელიც უკვე ვახსენე რამდენჯერმე და რომელთანაც ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვეტილი მაქვს, წელიწადზე მეტია. მეორეს რაც შეეხება, ვწერდი - მწერდა, მაგრამ ჩვენი მიმოწერა ვირტუალური სამყაროს ფარგლებს არასოდეს გასცდენია. არაერთხელ შევთავაზე ამ გოგონას შეხვედრა, თუმცა უშედეგოდ, აუღებელი ციხესიმაგრის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა კვლავ განაგრძობდა ვირტუალურ ურთიერთობას. მისი ამგვარი ქმედება ჩემს ცნობიერებაზე დამანგრევლად მოქმედებდა და გაცნობის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მეათასე ჯერზეც კვლავ უარით როცა გამომისტუმრა, მოთმინების ფიალა ამევსო და წამით თავი დავკარგე (მიუხედავად ყველაფრისა, მისი დადანაშაულების არანაირი საბაბი არ გამაჩნია) ანუ ექსპრომტად ვაჩუქე "ბოროტი" ლექსი, სადაც ფაქტობრივად, გარითმულად ვაგინებდი.

რა შეიძლება ეწოდოს ამას, თუ არა სიბოროტე და სიმდაბლე? იცით, რა მიპასუხა? შენ ამას ინანებო და უკვე ვნანობ კიდეც, თუმცა ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად, შვება ვიგრძენი, მისგან რომ გავთავისუფლდი. ნამდვილად არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში ამ გოგონასთან შეხება მექნება და ამ გზავნილით დავემშვიდობები სამუდამოდ და წარმატებებს ვუსურვებ! იდეალური არავინაა, ცოდვა კი გამხელილი ჯობია - საკმაოდ ბევრი მაკლია იდეალურობამდე და სანამ ჩემი სულის შავბნელ კუთხე-კუნჭულებს სააშკარაოზე არ გამოვიტან და უარს არ ვიტყვი მათზე, ნუ გამკიცხავთ და ნუ მაიძულებთ, კვლავ დავუბრუნდე. პირადი გამოცდილებიდან კი ერთს გირჩევთ: ნუ გაცვლით ვირტუალობას რეალობაზე და ეცადეთ, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. ადამიანის განაწყენებაზე ცუდი ქვეყნად არაფერია.

მირიანი19

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება