თბილისში "მაკდონალდსის" მეოთხე რესტორანი გაიხსნა

თბილისში "მაკდონალდსის" მეოთხე რესტორანი გაიხსნა

გემრიელი, ორიგინალური და რაც მთავარია, ხარისხიანი "მაკდონალდსი" უკვე დიდუბის რაიონის მოსახლეობასაც მოემსახურება. წერეთლის მეტროსთან, წერეთლის გამზირისა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაზე, რიგით მეხუთე, დრაივის ტიპის რესტორანი ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დამსაქმებელი კომპანია, ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და მათ კონკურენტულ ანაზღაურებასა და კარიერის აწყობის პერსპექტივას სთავაზობს. ახლადგახსნილ რესტორანში, 109 ადამიანი დასაქმდა.

რესტორნის გახსნას გლდანის ბავშვთა კრიზისული ცენტრის მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომელთაც ქალაქის მერმა "მაკდონალდსის" უგემრიელესი პროდუქტები პირადად მიართვა. "მაკდონალდსმა" ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ბავშვთა ცენტრს საჩუქრად 10 ათასი ლარი გადასცა.

გიგი უგულავა, თბილისის მერი:

- დიდუბე ერთ-ერთი უძველესი და მოწინავე რაიონია თბილისში და ყველა იმ სიახლეს იმსახურებს, რომელიც შეიძლება ქალაქში შემოვიდეს. ჩვენი ქვეყნისთვის ბიზნესის სტაბილური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ "მაკდონალდსი" მართლაც სამაგალითოა... იმ ასზე მეტ ადამიანს, რომლებიც დღეიდან ამ რესტორანში იმუშავებენ, ვულოცავ სამსახურის დაწყებას. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრს უჭირს, მაგრამ ის მახარებს, რომ განვითარებადი კომპანიები მასშტაბურ, სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. "მაკდონალდსის" გაფართოება მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. გარდა ამისა, სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ "მაკდონალდსი" მხოლოდ კვების კი არა, ცხოვრების სტანდარტია და ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ პროფესიული განათლების სისტემა თბილისის ყველა უბანში საერთაშორისო სტანდარტითYიყოს წარმოდგენილი. ამის მიღწევა მხოლოდ ბიზნესსა და სახელმწიფოს სხვა უწყებებთან თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.

თენგიზ კაპანაძე, "მაკდონალდსის" გენერალური დირექტორი:

- თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს, მაკ-დრაივის ტიპის რესტორანს ვთავაზობთ. ასეთი ტიპის რესტორანი პირველად თბილისში, სპორტის სასახლესთან გავხსენით, ეს კი მეორეა. ამ რესტორნის ბაზაზე 100-ზე მეტი კაცი დასაქმდება. ჩვენს ქსელში 22-დან 25 წლამდე ასაკის სულ 400-მდე ადამიანი მუშაობს.

დრაივის ტიპის რესტორნის გახსნა 3 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. "მაკდონალდსს" საქართველოს საგადასახადო სისტემაში 37 მილიონი დოლარი აქვს შეტანილი. ამ რესტორანში მომხმარებელს ფრანგული კომპანია "არშ შანჟის" უახლეს, 2012 წლის ევროპულ დიზაინს ვთავაზობთ, რომლის ავტორიც "შლოფერის" წარმომადგენელია. ის მთელ ევროპაში მუშაობს და ამასთან, "მაკდონალდსის" პარტნიორია. ჩვენი რესტორნები მთელი თბილისის მასშტაბით არის განაწილებული და დიდი ხანია გვინდოდა, ჩვენი სერვისი დიდუბის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

თემურ ჭყონია, ბიზნესმენი:

- თბილისში მეოთხე "მაკდონალდსის" რესტორანი გავხსენით. ეს რესტორანი იმით არის განსაკუთრებული, რომ "მაკდონალდსის" ასეთი ტიპის პროექტი ევროპაში აქამდე არ არსებობდაAდა პირველად საქართველოში ავაშენეთ.

მომხმარებელს რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან უყვარს, ეს მათი რაოდენობითაც კარგად ჩანს, მაგრამ იმან, რაც ამ რესტორნის მშენებლობისას ვნახე, ყველანაირ მოლოდონს გადააჭარბა, - დიდუბის მოსახლეობა თითქმის ყოველდღე მოდიოდა და საკუთარი სურვილით, უანგაროდ გვეხმარებოდა... გეგმაში გვაქვს "მაკდონალდსის" გლდანში გახსნაც, ასევე საბურთალოსა და თემქასაც ავითვისებთ. თბილისში სულ 12 რესტორანი გაიხსნება.

ლალი პაპასკირი

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო