"საქართველოს ბანკმა" ქალაქ ქუთაისში ახალი ექსპრეს სერვისცენტრი გახსნა. ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის ექსპრეს სერვისცენტრი მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას ქუთაისში (თაბუკაშვილის ქუჩა N115) შესთავაზებს.
"საქართველოს ბანკის" ექსპრეს სერვისცენტრები დაყოფილია ორ ზონად - მომხმარებელს მოლარე ოპერატორები ემსახურებიან, ასევე მოქმედებს თვითმომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში შეძლებს ისარგებლოს ინტერნეტბანკის ტერმინალით, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ით და ბანკომატით. ამ ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებელი 24 საათის განამავლობაში შეძლებს: თანხის ან გზავნილის განაღდებას, SMS-სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, ანგარიშზე თანხის შეტანას, თანხის გადარიცხვას, დეპოზიტის გახსნას და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულებას.
ექსპრეს სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები მოემსახურებიან, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღე დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ექსპრეს სერვისცენტრებში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად შეძლებს ისარგებლოს სპეციალურად ექსპრესისთვის შექმნილი პროდუქტებით - ექსპრეს პაკეტით (რომელიც შეცავს - ექსპრეს ბარათს, მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და SMS-ბანკის მომსახურებას), ექსპრეს ანაბარის დარეგისტრირებას, ექსპრეს კრედიტის და ექსპრეს ორენჯის განაცხადის შევსებას. ასევე, საქართველოს ბანკის სხვა პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა American Express Blue Card-ის განაცხადის შევსება/დამუშავება, მობილ-ბანკის, ტელეფონ-ბანკის, მუდმივი საგადასახადო დავალების, ავტომატური გადახდების, პლასტიკური ბარათის დაზღვევისა და ელექტრონული ყულაბის მომსახურების ჩართვა.
საქართველოს ბანკის ახალ ექსპრეს სერვისცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა. ამ დროისთვის საქართველოს ბანკის 27 ექსპრეს სერვისცენტრი მოქმედებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9