"ფრესკოს" ახალი ფილიალი მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება

"ფრესკოს" ახალი ფილიალი მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება

სავაჭრო ცენტრ "ფრესკოს" ახალი ფილიალი 2012 წლის ბოლომდე გაიხსნება. კომპანია "ფრესკო რითეილ გრუპის'' წარმომადგენლის ცნობით, გლდანში გობრონიძის ქუჩაზე ახალი ობიექტის მშენებლობა უკვე დაიწყო და 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

4500 კვ.მ-ზე განთავსებული სავაჭრო ცენტრი კაფე "ლონდონსა" და რესტორნ "ვერანდას" გააერთიანებს. სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს დაბალ ფასებს და მაღალი დონის მომსახურებას შესთავაზებს.

სავაჭრო ცენტრ "ფრესკოს" პირველი ობიექტი 2012 წლის იანვარში ვარკეთილში გაიხსნა.

მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ქსელის გაფართოვება გაგრძელდება და ფრესკოს ფილიალები დედაქალაქის გარეუბნებში ამოქმედდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა