ბათუმის თოჯინების თეატრის ფასადს ამწე დაეცა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა.
როგორც "ინტრეპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ავარიის მიზეზად ამწის ტვირთის ზედმეტი წონა სახელდება. კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, ამწეს სიმძიმემ გადასძლია და მანქანის კონსტრუქცია ფასადს დაეცა. მძღოლმა მანქანიდან გადასვლა მოასწრო. მანქანის ბორბლები ჰაერში დაახლოებით 10 მეტრით არის აწეული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, რომლებიც ამწის ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ.
ბათუმის თოჯინების თეატრი მე-19-ე საუკუნის ისტორიულ შენობას განეკუთვნება. მას რეკონსტრუქცია უტარდებოდა და შენობისგან მხოლოდ ფასადი იყო დარჩენილი, რომელიც ამწის დაცემის შედეგად ჩაინგრა.