მედიასაშუალებების წარმომადგენლები ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევენ და პროკურატურისგან ყადაღის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ.
"მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღებით შეილახა როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე ადამიანის უფლება - მიიღოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული ინფორმაცია.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ კამპანიის შესახებ, რომელიც მიმართული იქნება ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდასაჭერად.
კამპანიის ფარგლებში შემუშავდა ერთობლივი მიმართვა, რომელსაც ორშაბათს მედიაორგანიზაციები თავისი გამოცემების პირველ გვერდზე გამოაქვეყნებენ, ასევე მიმართვა გავრცელდება ინტერნეტ და ტელე მედიასაშუალებებით.
ამასთან, ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ოთხშაბათს, 17:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან გაიმართება
ასევე, დაიგეგმება სხვადასხვა აქციები და ღონისძიებები, მათ შორის დიპლომატიური, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან.