"საქართველოს ბანკმა" მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხებზე ახალი შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შესახებ განაცხადა. ის, ვინც 31 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლებს საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხით 500,000 აშშ დოლარამდე ოდენობით, გათავისუფლდება 3 თვემდე საპროცენტო შენატანისგან, რაც შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს მეტი თავისუფლებით განკარგოს მისი ფინანსური სახსრები და დაზოგილი თანხა მოახმაროს ბიზნესის გაფართოებას.
სესხით სარგებლობა შეუძლია ყველა იურიდიულ პირს, ვისაც სურს დაფაროს სხვა ფინანსური ვალდებულებები, საქმიანობისთვის შეიძინოს საბრუნავი და ძირითადი საშუალებების უძრავი ქონება ან აწარმოოს სარემონტო სამუშაოები. ის მომხმარებელი, ვინც უკვე ფლობს ბიზნესს, შესაძლებლობა აქვს სესხით საკუთარი სამომხმარებლო მიზნები და ბიზნესის მიმდინარე ხარჯები დააფინანსოს, ასევე განახორციელოს ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნობრიობის კომბინაცია. ბიზნეს სესხის თანხა განისაზღვრება 1,000 აშშ დოლარიდან 500,000 აშშ დოლარამდე. სესხით სარგებლობა შესაძლებელია ლარშიც და ევროშიც.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9