"მინიკრედიტის" მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია უკვე საქართველოს ფოსტის ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში. "მინიკრედიტის" მომხმარებელს, მისი სურვილისამებრ, შეუძლია საქართველოს ფოსტაში გაიაროს რეგისტრაცია ან შეავსოს განაცხადი და სესხის დამტკიცების შემთხვევაში აიღოს თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით.
"მინიკრედიტის" წარმომადგენლობები უკვე სამი წელია წარმატებით ფუნქციონირებენ ესტონეთში, ლატვიასა და პოლონეთში, ოქტომბრიდან კი საქართველოს ბაზარზეც შემოვიდა. კომპანია გასცემს სამომხმარებლო სესხებს 50 ლარიდან 300 ლარამდე 1 საათში. იმისათვის, რომ აიღოთ თანხა საჭიროა "მინიკრედიტის" ვებ-გვერდზე გაიაროთ რეგისტრაცია, იქვე შეავსოთ განაცხადი სასურველ თანხასა და ვადაზე. თანხა მომხმარებელს ერიცხება მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ან იღებს საქართველოს ფოსტის ფილიალებში ნაღდი ანგარიშსწორებით.
„"მინიკრედიტი" მუდამ ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ცდილობს ყველაზე მარტივი და სწრაფი მომსახურება შესთავაზოს“, - განაცხადა მინიკრედიტის მარკეტინგის მენეჯერმა, ქალბატონმა თამარ დიასამიძემ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე ან დარეკეთ ცხელ ხაზზე.
ტელ : 2 20 40 40