"სილქნეტის" სერვის ცენტრებში ახალი მოდელის სახლის უსადენო ტელეფონები გამოჩნდა. ტელეფონის აპარატს ZTE WP850-ს კომფორტული, პრაქტიკული და მოსახერხებელი დიზაინი აქვს და მისი ფასი - 38 ლარია.
როგორც კომპნიაში განმარტეს, ტელეფონის აპარატს ტელეფონის ნომრების წიგნი, მაღვიძარა, კალკულატორი, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ზარების დამახსოვრების ფუნქცია გააჩნია და მისი გადაადგილება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი.
"სილქნეტის" უსადენო ტელეფონი კი მომხმარებელს ქალაქის ნუმერაციით შეძენისთანავე ქსელში ჩართული გადაეცემა. სერვისის უპირატესობებად კი კომპანია შიდა ქსელში უფასო საუბარს, SMS-ით სარგებლობას, ინტერნეტისა და დამატებითი მომსახურებების გააქტიურების შესაძლებლობას და მობილურსა და საერთაშორისო ზარებზე ყველაზე დაბალ ტარიფებს მიიჩნევს ",- აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია უსადენო ქსელში 70 ათასზე მეტ აბონენტს ემსახურება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9