"ბაზისბანკმა" მომხარებელს Visa electron-ის ტიპის სადებეტო ბარათი MinuteCard შესთავაზა. ბარათი "გუდვილში" გაიცემა.
მომხმარებელი ბარათს, თბილისში არსებულ სუპერმარკეტში 100 ლარის ნავაჭრის შემდეგ, 1 წთ-ში მიიღებს. ბარათი "გუდვილის" ბათუმის ფილიალის მომხმარებლისთვისაც ამ ეტაპზე თბილისში გაიცემა.
როგორც ბანკში განმარტეს, უნაღდო ოპერაციებით, ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ცენტრში გახარჯულ ყოველ ერთ ლარზე, "გუდვილის" ბარათზე ქულები დაირიცხება.
ბარათის მფლობელი კი 1 წლის განმავლობაში დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტით უფასოდ ისარგებლებს. სხვა შემთხვევაში "ბაზისბანკის" კლიენტებისთვის შმს-ბანკინგის ფასი თვეში 0,4 ლარია, ინტერნეტბანკის -1 ლარი, ავტომატური გადარიცხვების - კვარტალში 5 ლარი.
"საბარათე ანგარიშის შევსება "ბაზისბანკის" ნებისმიერ სერვისცენტრში და სწრაფი გადახდის აპარატებით არის შესაძლებელი. ბარათის მიღება "გუდვილში" უკვე დღეიდან შეგიძლიათ",- განმარტავენ ბანკში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9