გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ქუჩები დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გუშინ საღამოს მოსული წვიმის შედეგად განსაკუთრებით რიონის სანაპიროზე მდებარე წერეთლისა და ფოთის ქუჩები დაიტბორა. მოსახლეობას სარდაფებში და სახლების პირველ სართულზე წყალი შეუვარდა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ამ დროისთვის დატბორვის შედეგები ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი არ განუცდია.