ქუთაისში ქარხნის მიტოვებულ შენობაში სინკარის ჩამონგრევას 2 მამაკაცი ემსხვერპლა

ქუთაისში ქარხნის მიტოვებულ შენობაში სინკარის ჩამონგრევას 2 მამაკაცი ემსხვერპლა

ქუთაისში, "დსკ"-ს ქარხნის მიტოვებულ შენობაში სინკარის ჩამონგრევას 2 მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმმა მარინა გიორგაძემ აცნობა, მიტოვებული შენობის ტერიტორიაზე 3 მამაკაცი ჯართს აგროვებდა. სინკარის ჩამოვარდნის შედეგად 2 მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მესამე უვნებლად გადარჩა.

"როგორც თვითმხილველმა განმიცხადა, სამივე მათგანი ჯართს აგროვებდა, რომლის დროსაც სინკარი ჩამოვარდა და 2 მათგანი ქვეშ მოიყოლა. იქვე მუშაობდა ტრაქტორიც. სინკარი მაშინვე აუწევიათ, მაგრამ ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ. ჩვენც გამოძახებიდან 7 წუთში იქ ვიყავით და გვამები დაგვხვდა", - განაცხადა ექიმმა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართლდამცავები და კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილთა ასაკი 30-40 წელი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია